საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბატატი

თუ გსურთ, თქვენს ორგანიზმს ენერგიის ნამდვილი საბადო მიაწოდოთ, თქვენი ჯანსაღი პროდუქტების კალათას იორლენდის ტკბილი კარტოფილი უნდა შემატოთ.   თუ იორლენდის მზიანი მინდვრებიდან თქვენს სუფრაზე  ვიტამინებით სავსე ნატურალური ბატატი ერთხელ მაინც აღმოჩნდება, მის გემოს ნამდვილად ვეღარ დაივიწყებთ და იორლენდის ბატატი თქვენი რაციონის შეუცვლელ პროდუქტად იქცევა.  ორგანული მეთოდებით მოყვანილი ჩვენი ბატატი არის მკვრივი, ნაზი სტრუქტურის და ბუნებრივი სიტკბოთი გაჯერებული.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ბიომეურნეობა იორლენდში ყველა პროდუქტი უსასუქო ნიადაგზე იზრდება. ხე-მცენარეებზე მხოლოდ ბიოპრეპარატების დახმარებით ვზრუნავთ. ამიტომ ჩვენი მოსავალი 100%-ით ორგანულია. იორლენდის ბატატის მთავარი ინგრედიენტები მასში ბუნებრივად არსებული ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტებია. დანარჩენს კი საკუთარ თავზე უსასუქო ნიადაგი, მდინარე იორი და კახეთის მცხუნვარე მზე იღებენ. ამიტომ ჩვენი ბატატი გამორჩეულად სასარგებლო და გემრიელია.

სახეობის შესახებ

ბატატი (ლათ. Iპომოეა ბატატას) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ხვიარა მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება. მიუხედავად სახელისა, ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კარტოფილის ნათესავი არ არის. ჩვეულებრივი კარტოფილი ძაღლყურძნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი უახლოესი ნათესავები არიან პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა. ბატატი კი ხვართქლისებრთა ოჯახიდან ყოფილა და უფრო ახლოსაა ხვიარა მცენარეებთან, ვიდრე კარტოფილთან. ბატატის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა მან შესანიშნავად გაიხარა კახეთის ნოყიერ მიწაზეც.  ბატატი გამოირჩევა თავისი ნარინჯისფერი რბილობით, რაც მასში ბეტა-კაროტინის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. ჩვენს ბიომეურნეობაში ბატატი სრულ სიმწიფეს შემოდგომაზე აღწევს და მთელი ზამთრის განმავლობაში ინარჩუნებს თავის უნიკალურ თვისებებს.

რა სარგებლობა მოაქვს ბატატს?

ნატურალური, უსასუქო იორლენდის ბატატი ბუნებისგან ნაჩუქარი ნამდვილი მულტივიტამინების კომპლექსია.  აი მისი სასარგებლო თვისებები:

  1. იორლენდის ბატატი A ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის საბადოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია მხედველობისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას.
  2. ჩვეულებრივი კარტოფილისგან განსხვავებით ბატატი სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ნახტომს არ იწვევს. ის ენერგიას ნელა და თანაბრად გამოყოფს, რაც დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნების შენარჩუნებაში.
  3. ბატატი მდიდარია უჯრედისით, ამიტომ ის საჭმლის მომნელებელი სისტემის საუკეთესო მხარდამჭერია. ბატატის სისტემატიური მიღება გააუმჯობესებს თქვენი ნაწლავების მუშაობას და ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას.
  4. ბატატში შემავალ ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს ანტიოქსიდანტური ქმედება ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატატის მიღება თქვენს უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. შესაბამისად აძლიერებს ორგანიზმს.

გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ორგანიზმმა ამ საოცარი მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა თქვენს რაციონში იყოს მხოლოდ უსასუქო ბატატი.

რომელ კერძს უხდება ტკბილი კარტოფილი?

ბატატი უნივერსალური პროდუქტია გურმანებისთვის. მას აქვს ტკბილი, თხილისებრი გემო, რომელიც გოგრასა და წაბლს მოგაგონებთ.  მაშ ასე, რა უხდება ბატატს?

  1. სანელებლები: როზმარინი, თიამი (ბეგქონდარა) და პაპრიკა — ეს სამეული ბატატის არომატს იდეალურად ხსნის.
  2. ციტრუსი და ჯანჯაფილი (კოჭა): ლიმონი ან ლაიმი აბალანსებს მის სიტკბოს.
  3. ყველი: ფეტა ან თხის ყველი ქმნის არაჩვეულებრივ გემოვნურ კონტრასტს.
  4. ღუმელში გამომცხვარი: მარტივად დაჭრილი და ზეითუნის ზეთით შეზავებული ბატატი საუკეთესო გარნირია როგორც ხორცისთვის, ისე თევზისთვის.
  5. ღვინის შეხამება: ბატატის ტკბილ და ხავერდოვან სტრუქტურას განსაკუთრებით უხდება იორლენდის ქვევრში დაყენებული ღვინოები, ქისი ან რქაწითელი, რომლებიც თავისი ხასიათით აბალანსებენ ბოსტნეულის გემოს.
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა