საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიომეურნეობა „იორლენდი“

„იორლენდი“ — ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივად, გარედან ჩარევის გარეშე იზრდება. დააგემოვნეთ ბიოპროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში დაგეხმარებათ.

მებოსტნეობა

„​​იორლენდში“ ბოსტნეული ქიმიური პრეპარატების გარეშე მოგვყავს — შესაბამისად, ჯანსაღი, უსაფრთხო და იდეალურია მთელი ოჯახისთვის. ამავდროულად, სუფთა ნიადაგზე, ეკოლოგიურად მოყვანილი ბოსტნეული გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა.

მებაღეობა

„იორლენდის“ ბაღებში მოყვანილი ხილი ეკოლოგიურად სუფთა და იმდენად არომატულია, რომ მათი დაგემოვნება ბავშვობაში დაგაბრუნებთ. იმ წლებს გაგახსენებთ, როცა სოფელში სტუმრობისას თქვენივე ეზოს ხეებიდან ჯანსაღ, ქიმიური მინარევებისგან თავისუფალ ხილს შეექცეოდით.

მევენახეობა

ვაზის კულტურა და მევენახეობის ტრადიცია „იორლენდში“ ზრუნვით, სიფრთხილითა და დიდი სიყვარულით გრძელდება. ჩვენთან ყურძნის თითოეული ჯიში უმაღლესი ხარისხით, სიჯანსაღითა და არომატულობით გამოირჩევა.

მეფუტკრეობა

თაფლი მხოლოდ მაშინაა ჯანსაღი და არომატული, როცა ნამდვილია. ამიტომაც „იორლენდში“ ფუტკრებისთვის იდეალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა შექმნილი, რათა თქვენთვის საუკეთესო თაფლი დაამზადონ.

იორლენდის ნაწარმი

ჩვენი მიზანია, თქვენი სუფრა ბუნებრივი გემოთი ნამდვილი ქართული, ტრადიციული არომატებით გავამდიდროთ. ამიტომაც, „იორლენდის“ წარმოებაში ფართო არჩევანს გთავაზობთ — სიმინდის ფქვილით დაწყებული, აჯიკითა და ჩირეულით დამთავრებული.

შემოუერთდით „იორლენდის“ WhatsApp არხს

არხის გამოწერით, თქვენ პირველები მიიღებთ განახლებად ინფორმაციას ჯანსაღი, ორგანული ხილის, ბოსტნეულისა და ჩვენი ნაწარმის მიმდინარე მარაგებზე.

ამასთან, გექნებათ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ შეიტყოთ ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატებისა თუ სპეციალური, შეთავაზებების შესახებ.

შემოუერთდით ჩვენს არხს და იყავით ყოველთვის ინფორმირებული!

ბიო სერთიფიკატი

2023 წლიდან „იორლენდის“ ბიომეურნეობა აქტიურად ჩერთო ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ორგანულ სერტიფიცირების პროცესში და ამჟამად ვფლობთ ოფიციალურ გარდამავალ სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია ავტორიზებული მაკონტროლებელი ორგანოს, „კავკასსერტის“ მიერ. ეს არის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის შესაბამისობას ევროპის ბიოწარმოების რეგულაცია (EU) 2018/848 და ამერიკის შეერთებული შტატების ბიო რეგულაცია USDA NOP-ის სტანდარტებთან.

დაჯავშნის სერვისი

დაჯავშნის სერვისი

ზოგიერთი პროდუქტი მომხმარებელთა განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს, ამიტომ გთავაზობთ წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას, რათა სასურველი პროდუქცია დროულად შეიძინოთ. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ Whatsapp-ის მეშვეობით

უფასო მიტანის სერვისი

უფასო მიტანის სერვისი

თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.

ფასიანი მიტანის სერვისი

ფასიანი მიტანის სერვისი

თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.

ბინამდე მიტანა - 15 ლარი

მისამართამდე მიტანა - 10 ლარი

გატანა საწყობიდან

გატანა საწყობიდან

იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1

Categories
Close
პროდუქტები
0 კალათა

Login

Shopping Cart

Close

Your cart is empty.

Start Shopping