ჩვენი ბიომეურნეობის სავარგულები მზიანი კახეთის ნაყოფიერ ნიადაგზეა გაშენებული. სუფთა გარემო, მცხუნვარე მზე, მდინარის წყალი და სწორი მოვლა ჩვენი პროდუქციის ხარისხის გარანტიაა. ისევე როგორც იორლენდის ყველა სხვა პროდუქტზე, მწვანილზეც მხოლოდ ბიოპრეპარატების და ბუნებრივი მეთოდების დახმარებით ვზრუნავთ, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. მცენარეს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ სრულად შეინარჩუნოს როგორც გემოვნური თვისებები, ისე სასარგებლო შემადგენლობა.
მოკლედ ოხრახუშის შესახებ
ოხრახუშს საქართველოში ხშირად “პეტრუშკას” უწოდებენ. ეს სავარაუდოდ მისი ლათინური დასახელებიდან მოდის – Petroselinum, რომელსაც რუსული დაბოლოება დაემატა. ოხრახუში უძველესი კულტურაა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებშია მოხსენიებული. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი, თუმცა მცენარე განსაკუთრებული პრეტენზიულობით არ გამოირჩევა. ამიტომ ის უამრავ ქვეყანაში გავრცელდა.
ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა – ბოსტნის, ძირხვენა და ფოთლოვანი ოხრახუში. სხვა მწვანილებს შორის ის განსაკუთრებული გამძლეობით და ეთერზეთების უხვი შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ეს ანიჭებს მას იმ მდიდარ არომატს, რომელიც ნებისმიერ კერძს აცოცხლებს.
რა სარგებლობა მოაქვს ოხრახუშს?
ოხრახუში უბრალოდ არომატული დანამატი არ არის; მისი ქიმიური შემადგენლობა ამ პროდუქტს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო მწვანილად აქცევს. როდესაც საქმე ორგანულ ოხრახუშს ეხება, სარგებელიც მატულობს.
ანტიოქსიდანტები – იორლენდის უსასუქო ოხრახუში მდიდარია ფლავონოიდებით. ფლავონოიდები ერთგვარი ბუნებრივი დამცავების ჯგუფია, რომელიც მცენარეებს ფერს და იმუნიტეტს სძენს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და შესაბამისად ანელებს დაბერების პროცესს.
ოხრახუში სავსეა ვიტამინებით – მაგალითად C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციით ოხრახუში ციტრუსებსაც კი სჯობნის. C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს.
K ვიტამინი – აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისა და ძვლების სიმტკიცისთვის.
A ვიტამინი (ბეტა-კაროტინი): მნიშვნელოვანია მხედველობისთვის და უჯრედების რეგენერაციისთვის.
B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავა – B9): ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას და იცავს გულს დატვირთვისგან
ორგანულ ოხრახუშში მაღალია რკინის მაჩვენებელიც, რაც ორგანიზმს ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებაში ეხმარება. მინერალების (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი) და ვიტამინების სიმრავლე ოხრახუშს ნამდვილ ჯანმრთელობის ელექსირად აქცევს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მწვანილის მაქსიმალური სარგებელი მისი ქორფად მიღებისას ვლინდება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო პროდუქტების მიღების დროსაც საჭიროა ზომიერება. ოხრახუშის შემთხვევაში ორგანიზმისთვის ოპტიმალური დოზა დღეში თითო მუჭა ახალი ოხრახუშია.
რომელ კერძს უხდება ის?
ქართული სამზარეულოსთვის ოხრახუში უცვლელი ინგრედიენტია მას იყენებენ კერძებში, სადაც საჭიროა ცოცხალი გემო და მსუბუქი არომატი.
- სალათები. განსაკუთრებით კიტრისა და პომიდვრის ტრადიციული ქართული სალათი.
- თევზეული: ლიმონთან და ოხრახუშთან ერთად მომზადებული თევზი კლასიკური კომბინაციაა.
- ხორციანი კერძები: ჩაქაფული, ოსტრი თუ მოთუშული ხორცი ოხრახუშის გარეშე წარმოუდგენელია.
- გარნირი: საუკეთესო მეწყვილეა მოხარშული კარტოფილისა და ბრინჯისთვის.
გემრიელად მიირთვით იორლენდის ორგანული მწვანილები და იზრუნეთ თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.



















