წარმოიდგინეთ დილა, როდესაც იღვიძებთ მაღვიძარას გამაღიზიანებელი ხმის გარეშე, ენერგიით სავსე, დასვენებული და მზად ახალი დღისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. შედიხართ სამზარეულოში, მიირთმევთ ვაშლს, რომელსაც მზის, წვიმისა და სიჯანსაღის სურნელი აქვს და არა — პარაფინის ან ქიმიური სასუქის. თქვენ კი გრძნობთ, როგორ ივსება მთელი ორგანიზმი ენერგიით.
ეს არ არის უტოპია. ეს არის ის შედეგი, რასაც სწორი კვება და ბიოპროდუქტები გვთავაზობს. თანამედროვე სამყაროში, სადაც დრო ცოტაა და ცდუნება ბევრი, ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ.
დიდი ქალაქის პარადოქსი და საკვები, როგორც საწვავი
თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სამყაროში ნამდვილი, ჯანსაღი პროდუქტის მოძიება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ჩვენს ორგანიზმს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გამუდმებით სჭირდება ვიტამინები, მინერალები და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც მხოლოდ ნატურალური საკვები შეიცავს. დღეს ხშირად ვხვდებით ისეთ რაციონს, რომელიც უბრალოდ გვანაყრებს, თუმცა უჯრედულ დონეზე სხეულს მთავარ საშენ მასალას აკლებს. ამიტომ, დღეს ისე, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევანი შევაჩეროთ ისეთ პროდუქტზე, რომელიც არა უბრალოდ საკვებია, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნამდვილი წყაროა.
რა თქმა უნდა, სწორი კვება არ ნიშნავს დიეტას ან შიმშილს. პირიქით – ეს არის თავისუფლება – თავისუფლება დაღლილობისგან, ჭარბი წონისა და ქრონიკული დაავადებებისგან. ეს არის დაბრუნება იმ მარტივ წესთან, ჩვენი რაციონის უდიდესი წილი უნდა ეკავოს ნატურალურ პროდუქტს. პროდუქტს, რომელსაც ბუნება და ჯანსაღი ნიადაგი გვაძლევს.
რა არის სინამდვილეში „ბიო“?
ხშირად გვესმის სიტყვები „ბიო“, „ორგანული“, „ეკო“, მაგრამ ბევრს ეს მხოლოდ მარკეტინგული ტრიუკი ჰგონია. სინამდვილეში, განსხვავება დრამატულია.
ბიოპროდუქტი არის ნდობა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის მოყვანისას არ გამოუყენებიათ:
- პესტიციდები და ჰერბიციდები (რომლებიც კლავენ არა მხოლოდ მავნე მწერებს, არამედ პროდუქტის სასარგებლო თვისებებსაც);
- ზრდის ჰორმონები და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები;
- სინთეტიკური სასუქები.
ამავდროულად, როდესაც ბიობოსტნეულს ან ხილს მიირთმევთ, თქვენ იღებთ ანტიოქსიდანტების გაცილებით მაღალ დოზას, ვიდრე მიიღებდით სასუქით მოყვანილი პროდუქტისგან. რომ აღარაფერი ვთქვათ გემოზე – ვინაიდან პროდუქტები ეკოლოგიურ ნიადაგზე ბუნებრივი წესებითაა მოყვანილი, მათში სრულადაა შენარჩუნებული თითოეულისთვის დამახასიათებელი უნიკალური არომატი.
“ორლენდი” სწორედ ასეთი ადგილია — აქ სრულად ვიყენებთ ქართული მიწის პოტენციალს. ჩვენს მიწაზე თითოეული მცენარე ბუნებრივად იზრდება — სუფთა ნიადაგზე, ქიმიური სასუქების გარეშე, მავნებლების ბუნებრივი კონტროლით და მხოლოდ ორგანული სასუქით. ამიტომაცაა რომ ჩვენს პროდუქციას განსაკუთრებული არომატი და სასარგებლო თვისებები გამოარჩევს.
მარტივად რომ ვთქვათ, „იორლენდის“ ბიომეურნეობა ეფუძნება ერთ მარტივ პრინციპს: საკვები უნდა იყოს გემრიელი და ჯანსაღი, მაღალი კვებითი ღირებულებით და სასარგებლო.
გახსოვდეთ, სწორ კვებაზე გადასვლა უნდა იყოს არა სტრესული არამედ სასიამოვნო პროცესი. ამიტომაც, დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით:
- იკითხეთ ეტიკეტები: თუ შემადგენლობაში 5-ზე მეტი გაუგებარი ქიმიური სახელია, დააბრუნეთ პროდუქტი თაროზე;
- აირჩიეთ სეზონური: მიირთვით ის, რაც ახლა მწიფდება. ბუნებამ ზუსტად იცის, რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს ზამთარში და რა — ზაფხულში;
ისეთი მეურნეობების პროდუქციის შეძენით, როგორიცაა „იორლენდი“, თქვენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, არამედ ხელს უწყობთ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.
ჯანსაღი კვება და პროდუქტები არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც ყველაზე მაღალ პროცენტს გვიბრუნებს — ჯანმრთელობას, სილამაზესა და სიცოცხლის ხალისს. არჩევანი ჩვენზეა: ვიყოთ დამოკიდებული სწრაფი კვების ინდუსტრიაზე, თუ დავუბრუნდეთ ბუნებას და ვისიამოვნოთ ნამდვილი, ცოცხალი გემოებით.





