ნატურალური სიმინდის ფქვილი ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია. ჯანსაღი პროდუქტის მოსაყვანად უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბიოსსტანდარტების ზუსტი დაცვა. იორლენდის ნაყოფიერი მინდვრები შორსაა ქალაქის მტვრისა და გამონაბოლქვისგან. უსასუქო, ჯანსაღი და ნაყოფიერი ნიადაგი მდინარე იორის წყლით ირწყვება. ამიტომაცაა ჩვენი ყველა პროდუქტი 100 პროცენტით ორგანული და შესაბამისად ჯანმრთელობითვის სასარგებლო.
იორლენდის სიმინდი სრულად ინარჩუნებს ყველა ვიტამინს, მინერალს, ბოჭკოს და იმ დაუვიწყარ არომატს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ, თუმცა თქვენი ორგანიზმი დადებითი ემოციების გარდა ორგანული პროდუქტისგან სხვა, კონკრეტულ სარგებელსაც მიიღებს.
ჯიშის შესახებ
აბაშის თეთრი სიმინდი უნიკალური, ადგილობრივი ჯიშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხარობდა სამეგრელოს ტენიან ნიადაგსა და ნოტიო ჰავაში. ამ ჯიშისთვის კახური მიწა და მდინარე ივრის წყალიც შესანიშნავი საარსებო გარემო აღმოჩნდა და იორლენდის მინდვრებზე დათესილმა აბაშის თეთრი სიმინდის მარცვლებმა ბარაქიანი მოსავალი მოგვცა.
თეთრი სიმინდი პრემიუმ ხარისხის მარცვლეულად მიიჩნევა, რომლისგანაც ტრადიციული ქართული მჭადი და ღომი მზადდება. მარცვალი გამოირჩევა შედარებით თხელი კანითა და სახამებლის მაღალი შემცველობით, რაც მას განსაკუთრებულ კულინარიულ ღირებულებას ანიჭებს.
სიმინდის სასარგებლო თვისებები
თეთრი სიმინდი ენერგიის საუკეთესო წყაროა. ის მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომელიც ხანგრძლივი დროით აწვდის ორგანიზმს ენერგიას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. სიმინდი დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს მონელების პროცესს, აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და დიდი ხნით გვინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას.
აქვს ჰაეროვანი და დახვეწილი გემო. მჭადის მოყვარულებს აუცილებლად დააინტერესებთ ჩვენი ნატურალური და გემრიელი თეთრი სიმინდის ფქვილი, რომელიც მხოლოდ ქვის საფქვავზე იფქვება. შესაბამისად მარცვალი არ ცხელდება და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თუ გემოვნურ თვისებას.
ვიტამინები და მინერალები
ბიომეურნეობა იორლენდის სიმინდი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. შეიცავს A, C, E, K ვიტამინებს, თუმცა განსაკუთრებით მდიდარია სიმინდი B ჯგუფის ვიტამინებით.
გამორჩეულია მისი მინერალური შემადგენლობაც: ის შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს. ყველა ეს მინერალი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ნატურალური სიმინდის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტები, რაც ეხმარება ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და აძლიერებს იმუნიტეტს.ზუსტად იგივე ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს ბიომეურნეობა იორლენდის ნატურალური ყვითელი სიმინდიც, რომლის შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.
სიმინდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის ბუნებრივად გლუტენის გარეშეა. ეს მას ხორბლის პროდუქტების საუკეთესო ალტერნატივად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა აწუხებს.
ზოგადად სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ალერგიული პროდუქტია. ამიტომ სიმინდის პროდუქტები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ უსაფრთხოცაა.
ჯანმრთელობის გარდა იორლენდი თქვენს განწყობაზეც ზრუნავს და მხიარული კინოსაღამოებისთვის აუცილებელ სასუსნავს – ბატიბუტის სიმინდს გთავაზობთ.



































