ნატურალური სიმინდის ფქვილი ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია. ჯანსაღი პროდუქტისთვის კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოა უმნიშვნელოვანესი. იორლენდის ნაყოფიერი მინდვრები შორსაა ქალაქის მტვრისა და გამონაბოლქვისგან, ნიადაგი არის უსასუქო, ჯანსაღი და ნაყოფიერი, მოსავალი მდინარე იორის წყლით ირწყვება. ამიტომ ჩვენი ყველა პროდუქტი 100 პროცენტით ორგანულია. უსასუქო სიმინდის მარცვალი იფქვება ქვის დოლაბზე. ქვის დოლაბზე დაფქვისას მარცვალი არ ცხელდება. ამიტომ ის სრულად ინარჩუნებს ყველა ვიტამინს, მინერალს, ბოჭკოს და იმ დაუვიწყარ არომატს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ, თუმცა თქვენი ორგანიზმი დადებითი ემოციების გარდა ორგანული პროდუქტისგან სხვა, კონკრეტულ სარგებელსაც მიიღებს.
ჯიშის შესახებ
აბაშის თეთრი საქართველოს ადგილობრივი, ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურების სიაშია, რადგან ის დასავლეთ საქართველოს აგროკლიმატურ პირობებში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თავიდან სამეგრელოს, შემდეგ კი იმერეთისა და გურიის რეგიონში. ეს ჯიში კარგად ეგუება ნესტიან კლიმატს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ შესაბამისი მოვლის და მორწყვის პირობებში ის საკმაოდ კარგ მოსავალს იძლევა კახეთის რეგიონში. აბაშის თეთრი სიმინდის ჯიში მაღალი კვებითი ღირებულებით და ნაზი, ოდნავ მოტკბო და ნაკლებად ინტენსიური გემოთი გამოირჩევა.
მჭადის ფქვილის სასარგებლო თვისებები
თეთრი სიმინდი ენერგიის საუკეთესო წყაროა. ის მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომელიც ხანგრძლივი დროით აწვდის ორგანიზმს ენერგიას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. სიმინდი დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს მონელების პროცესს, აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და დიდი ხნით გვინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას.
ვიტამინები და მინერალები
ბიომეურნეობა იორლენდის მჭადის ფქვილი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. შეიცავს A, C, E, K ვიტამინებს, თუმცა განსაკუთრებით მდიდარია სიმინდის ფქვილი B ჯგუფის ვიტამინებით. გამორჩეულია მისი მინერალური შემადგენლობაც: ის შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს. ყველა ეს მინერალი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ზუსტად იგივე ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს ბიომეურნეობა იორლენდის ნატურალური სიმინდის ყვითელი ფქვილიც, რომლის შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.
მჭადის ფქვილის ერთ–ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის ბუნებრივად გლუტენის გარეშეა. ეს მას საუკეთესო ალტერნატივად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა აწუხებს. ზოგადად სიმინდი ერთ–ერთი ყველაზე ნაკლებად ალერგიული პროდუქტია. ამიტომ სიმინდის პროდუქტები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ უსაფრთხოცაა.
იორლენდში ასევე მოგვყავს ბატიბუტის სიმინდი მხიარული კინოსაღამოებისთვის აუცილებელ სასუსნავს წარმოადგენს და რომლის არომატი აუცილებლად შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას.

























