ბიომეურნეობა იორლენდის ყველა პროდუქტი უსასუქო ნიადაგზე იზრდება. კახეთის მზე, სუფთა გარემო და ზრუნვა ჩვენი არტიშოკის ხარისხის გარანტიაა. მცენარეზე ვზრუნავთ მხოლოდ ბიოპრეპარატების და შესაბამისი მეთოდების დახმარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მეტი ძალისხმევა სჭირდება გარემო პირობებთან და მავნებლებთან გასამკლავებლად. შესაბამისად უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი ყველა პროდუქტი გამოიმუშავებს მეტ სასარგებლო ნივთიერებას პირველ რიგში საკუთარი ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებას ხმარდება.
სახეობის შესახებ
არტიშოკი (ლათ Cynara) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთი ითვლება, თუმცა შესანიშნავად მოერგო კახეთის ნიადაგსაც. ეს არის კაქტუსისებრი ყვავილედი, რომლის საკვებად ვარგისი ნაწილი სწორედ მისი „გული“ და ფოთლების ძირებია. გამორჩეული შეფერილობის და ფორმის ყვავილის გამო არტიშოკი შეიძლება ერთი შეხედვით დეკორატიულ მცენარედ აღიქვათ, თუმცა ისტორიკოსების ცნობით, მას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები აფასებდნენ მისი სამკურნალო თვისებების გამო. ჩვენს ბიომეურნეობაში არტიშოკი სრულ სიმწიფესა და საუკეთესო ფორმას გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე აღწევს.
რა სარგებლობა მოაქვს არტიშოკს?
ნატურალური, უსასუქო არტიშოკი ბუნებისგან ნაჩუქარი ძლიერი მოკავშირეა ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. იორლენდის არტიშოკის მაღალი სარგებლიანობის მთავარი მიზეზი სწორედ მისი მოყვანის ეკოლოგიური მეთოდებია.
მაშ ასე, დეტალურად მიმოვიხილოთ არტიშოკის სარგებელი:
იორლენდის არტიშოკი უხვად შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს დაბერებისგან. მისი ანტიოქსიდანტური აქტივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბოსტნეულს შორის.
არტიშოკი განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის. ეს ორი ნივთიერების დამსახურებაა – ცინარინი და სილიმარინი. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ღვიძლის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან, რაც ამ ორგანოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ეს მცენარე „ცუდი“ ქოლესტერინის ბუნებრივი მტერია. ასევე გამოირჩევა ბოჭკოს მაღალი შემცველობით. ბოჭკო კი საჭმლის მონელების პროცესში საკვანძო როლს ასრულებს. ამიტომაც არტიშოკი საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მონელების პროცესის დასაჩქარებლად და ნაწლავური ფლორის გასაუმჯობესებლად.
ჯანმრთელი ორგანიზმის მთავარი ფარი ძლიერი იმუნური სისტემაა. არტიშოკი მდიდარია C, K და B ჯგუფის ვიტამინებით. ეს ვიტამინები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს. გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ორგანიზმმა ამ საოცარი მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა რომ თქვენს რაციონში იყოს მხოლოდ უსასუქო არტიშოკი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს პროდუქტი უნდა მიიღოთ რეგულარულად, რომ ორგანიზმს მუდმივად ჰქონდეს მარაგში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინი, მინერალი და ანტიოქსიდანტი.
ბონუსად კი გეტყვით, რომ ორგანული არტიშოკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო დიეტურ პროდუქტად ითვლება. სწორად შერჩეულ და მომზადებულ არტიშოკს აქვს ნაზი, თხილისებრი არომატი და ხავერდოვანი სტრუქტურა. ის გამოირჩევა ბოჭკოვანი შემადგენლობითა და დაბალი კალორიულობით. სწორედ ამ თვისებების გამოა ის საუკეთესო არჩევანი როგორც დახვეწილი გარნირების, ისე დამოუკიდებელი ჯანსაღი კერძების მოსამზადებლად.
გახსოვდეთ, რომ ყველა ეს სარგებელი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიირთმევთ ნატურალურ და სუფთა პროდუქტს. ბიომეურნეობა იორლენდში ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა.
არტიშოკის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ნაღვლის სადინარების გაუვალობა ან ალერგია რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეებზე – მაგალითად გვირილასა და მზესუმზირაზე.
რომელ კერძს უხდება არტიშოკი?
იმისათვის, რომ არტიშოკის დახვეწილი გემოვნური თვისებებით ისიამოვნოთ, მას კულინარიული მეწყვილეები დაკვირვებით უნდა შეურჩიოთ. მიუხედავად იმისა, რომ არტიშოკს მსუბუქი და არადომინანტური გემო აქვს, ის შესანიშნავად შეეხამება ძლიერი გემოების მქონე პროდუქტებს. მაშ ასე, საუკეთესო მეწყვილეები არტიშოკისთვის:
- ლიმონი და ზეითუნის ზეთი: კლასიკური კომბინაცია, რომელიც ხსნის არტიშოკის არომატს.
- ნიორი და მწვანილი: განსაკუთრებით ოხრახუში და პიტნა.
- ყველი: პარმეზანი ან თხის ყველი საუკეთესოდ აბალანსებს მის სტრუქტურას.
- თეთრი ხორცი: ქათამი ან ინდაური.
- თევზი და ზღვის პროდუქტები.
- რიზოტო და პასტა: არტიშოკი მათ განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს.
- არტიშოკისგან მომზადებულ კერძებს და გარნირებს თეთრი, მშრალი ღვინო უხდება. არტიშოკთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ იორლენდის რქაწითელი ან ქისი – ეს ორი ღვინო არტიშოკის ნაზ გემოს განსაკუთრებით უხდება.






