საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რქაწითელი – ჩამოსასხმელი

10,00 

ნამდვილი ქართული ღვინის გემო თუ მოგენატრათ, იორლენდის  ქვევრის რქაწითელი  უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან დაწურული ჩვენი რქაწითელი ზუსტად ისეთია, როგორიც  ღვინის სამშობლოს შეეფერება – ბზინვარე ქარვისფერი და ხავერდოვანი გემოთი.   იორლენდის ნიადაგი და კლიმატი  იძლევა საშუალებას, რომ ყურძენმა შაქრიანობის მაღალ ზღვარს მიაღწიოს და ამასთან შეინარჩუნოს მჟავიანობის ბალანსიც.  ტრადიციის, თანამედროვე  ტექნოლოგიისა და ადგილობრივი ნიადაგების გავლენით აქვს დაძველების დიდი პოტენციალი.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

იორლენდის ბიო ვენახი მზიანი კახეთის ნაყოფიერ ნიადაგზეა გაშენებული. სუფთა  გარემო, მცხუნვარე მზე და სათუთი მოვლა ჩვენი ღვინოების ხარისხის გარანტიაა. ვენახზე ვზრუნავთ მხოლოდ ბიოპრეპარატების და შესაბამისი მეთოდების დახმარებით. ტრადიციისა და სიახლის გაერთიანებამ და კახეთის განსაკუთრებულმა კლიმატმა ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ჩვენი ქვევრის რქაწითელი ნამდვილად გამორჩეული ყოფილიყო როგორც გემოვნური თვისებებით, ისე შემადგენლობით.

რქაწითელი  დაძველების პოტენციალის მქონე ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია მსოფლიოში. განსაკუთრებით მაშინ, თუ მის დასაღვინებლად ქართულ ტრადიციულ  მეთოდს – ქვევრში დავარგებას ვიყენებთ.

დაძველების შემდეგ რქაწითელს აქვს ნაზი, სასიამოვნო, ხილის არომატების თაიგული და ჰარმონიული გემო, რომელშიც იგრძნობა ტანინი, ასევე ნიგვზისა და ჩირის ნოტები. დაძველებისას ოდნავ იცვლება მისი შეფერილობა – მომწვანო ჩალისფერიდან ქარვისფერისკენ.

რქაწითელი გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით და სტრუქტურულობით. სწორედ ამ თვისებების გამოა ის საუკეთესო მასალა როგორც მშრალი სუფრის ღვინოების, ისე ცქრიალა ღვინისა და ბრენდის წარმოებისთვის.

ჯიშის შესახებ

რქაწითელის ჯიშის ვაზის სამშობლო კახეთია. ასწლეულების წინ ყურძნის ამ ჯიშს „კუკურას“ უწოდებდნენ. ეს უნიკალური, საშუალო ზრდის უხვმოსავლიანი ჯიშია. მშობლიური კახეთის მიწაზე რქაწითელი სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში აღწევს. თანამედროვე სახელწოდება მიენიჭა რქის შეფერილობის მიხედვით, რომელიც შემოდგომაზე მოწითალო-წაბლისფერია. ისტორიკოსების ვარაუდით ეს ჯიში ისტორიული კახეთის ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მოჰყავთ.

რქაწითელი იდეალურია როგორც ღვინის დასაყენებლად, ასევე მისი მირთმევა ყურძნადაც შეგიძლიათ. აქვს მკვეთრად ტკბილი გემო და სასიამოვნო არომატები.

რა სარგებლობა მოაქვს?

რქაწითელის ღვინის სარგებლიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ქვევრში დავარგებაა. ქვევრის ღვინო “ცოცხალი” პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ  მან ყურძნის ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნა. ქვევრის რქაწითელი შეფერილობით თეთრი   ღვინოა, მაგრამ შემადგენლობით და სასარგებლო თვისებებით  წითელ ღვინოს უფრო ჰგავს.

ეს ღვინო უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რადგან ტრადიციული (ქვევრში) ტექნოლოგიით დაღვინებისას ყურძნის წვენი თვეების განმავლობაში კონტაქტშია ყურძნის კანსა და წიპწასთან. ეს ორი კი  მდიდარია ანტიოქსიდანტებით – პოლიფენოლებითა და ფლავონოიდებით. ეს ნივთიერებები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს დაბერებისგან. ქვევრის რქაწითელში ანტიოქსიდანტების რაოდენობა მეტია, ვიდრე  ზოგიერთ წითელ ღვინოში.

რქაწითელში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. ქვევრის რქაწითელი მდიდარია P ვიტამინით, რომელიც აძლიერებს კაპილარების კედლებს და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ C ვიტამინის ათვისებას. ეს მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ეს ღვინო ასევე ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას ორგანიზმში. მაღალი მჟავიანობისა და ტანინების გამო, რქაწითელი კარგი საშუალებაა საჭმლის მონელების პროცესის დასაჩქარებლად.

გახსოვდეთ, რომ ყველა ეს სარგებელი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღვინოს ზომიერად მოიხმართ(დღეში 100-200 მლ).

თუ ნამდვილი ქართული ღვინის მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ  ბიომეურნეობა იორლენდში ორგანული ყურძნისგან რამდენიმე სახეობის ღვინოს ვწურავთ. აქ ყოველთვის იპოვით თქვენთვის სასურველ გემოს.

რომელ კერძს უხდება ჩამოსახმელი რქაწითელი?

ქვევრის რქაწითელისთვის საუკეთესო კულინარიული მეწყვილე ისეთი საკვებია, რომელიც მის მძლავრ გემოს დააბალანსებს. რქაწითელი შეგიძლიათ მიირთვათ ცხიმიან საკვებთან, რადგან    მისი ტანინები და მჟავიანობა ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაშლაში.

მაშ ასე, საუკეთესო მეწყვილეები  რქაწითელისთვის:

  1. შემწვარი ან/და მოხარშული ნოყიერი ხორცი
  2. ფრინველის ხორცი ნიგვზით
  3. ჩიხირთმა: ღვინის მჟავიანობა საუკეთესოდ აბალანსებს კვერცხითა და ძმრით შეზავებულ ბულიონს.
  4. ხაჭაპური.
  5. შემწვარი სოკო.
  6. დაძველებული ყველი.
  7. ჩირი და თხილეული: ნუში, ნიგოზი და გარგარის ჩირი ხაზს გაუსვამს ღვინის მეორად არომატებს.
  8. ფხალეული.

ბოლოს ნანახი

არ არის მარაგში
ყვითელი ხახვი
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

რქაწითელი
რქაწითელი – ჩამოსასხმელი
10,00 

მარაგშია

რაოდენობა