რამდენადაც ნაზია პროდუქტი, იმდენად სათუთ მოვლას საჭიროებს. სწორედ ასეთია ჭრელი ბადრიჯანიც და, შესაბამისად, ჩვენ ბიომეურნეობაში, სხვა ყველა პროდუქტის მსგავსად, ქიმიური ჩარევის გარეშე იზრდება. ეს ფაქტორი კი გადაწმყვეტია ჭრელი ბადრიჯნის არომატის გამოსაკვეთად. უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი ჭრელი ბადრიჯანი სრულად ინარჩუნებს თავის ბუნებრივ სიტკბოს.
მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეწვისას გაცილებით ნაკლებ ზეთს იწოვს, ვიდრე ჩვეულებრივი ბადრიჯანი, რაც კერძს უფრო მსუბუქსა და ჯანსაღს ხდის.
გაითვალისწინეთ ერთი საინტერესო დეტალი: თერმული დამუშავებისას ზოლები შესაძლოა გაქრეს, მაგრამ მისი განუმეორებელი გემო უცვლელი რჩება.
სახეობის შესახებ
ჭრელი ბადრიჯანი, რომელსაც ხშირად „სიცილიურს“ ან „გრაფიტის“ უწოდებენ, ბადრიჯნის სპეციალური ჯიშია. მისი სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, კერძოდ, ესპანეთი (განდია) და იტალია. ეს ჯიში იმისთვის გამოიყვანეს, რომ ჩვეულებრივი ბადრიჯნისგან განსხვავებით უფრო ნაზი რბილობი და თხელი კანი მიეღოთ. ამასთან, განსხვავებით კლასიკური სახეობისგან, ჭრელ ბადრიჯანს წინასწარ მარილში გაჩერება არ სჭირდება სიმწარის გამოსაყვანად, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუნებრივად ტკბილია.
რა სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის?
„იორლენდის“ ჭრელი ბადრიჯანი სილამაზისა და სიჯანსაღის ჰარმონიული ნაზავია. ეს ლამაზი ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანთოციანინებით, რომლებიც მას იასამნისფერი ზოლების ეფექტს აძლევს და, ამავდროულად, ჩვენს ორგანიზმს უჯრედული დაზიანებისგან იცავს.
გარდა ამისა, გამოირჩევა ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობით, რაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან დაბალკალორიულია და სწრაფად ანაყრებს.
ამასთანავე, ჭრელი ბადრიჯანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს; შესაბამისად, არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში, ხსნის შეშუპებას და აწესრიგებს გულის მუშაობას. მისი რეგულარული მიღება ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მასში შემავალი B ვიტამინების წყალობით.
უბრალოდ, გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა,, რომ უფრო ნაზია, ჭრელი ბადრიჯანი მაინც შეიცავს სოლანინს; ამიტომ უმად მირთმევა არ არის რეკომენდებული. ალერგიულმა ადამიანებმა კი, პირველ ჯერზე, მცირე რაოდენობით უნდა დააგემოვნონ.
რომელ კერძს უხდება ჭრელი ბადრიჯანი?
ჭრელი ბადრიჯნის ნაზი სტრუქტურა იდეალურია სწრაფი მომზადებისთვის. „იორლენდის“ პროდუქტებთან ერთად კი დახვეწილ მენიუს შექმნით:
- გრილზე ან ტაფაზე: დაჭერით რგოლებად, მოასხით ცოტა ზეთი, მოაყარეთ მარილი და შეწვით. სერვირებისას დაამატეთ ჩვენი წითელი ჩერი პომიდორი და რეჰანი;
- ბოსტნეულის რაგუ (Ratatouille): მისი ტკბილი გემო იდეალურად ერწყმის ყაბაყს, წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკასა და ხახვს. ეს არის ფერადი და ჯანსაღი ვახშამი;
- სალათები: შემწვარი ჭრელი ბადრიჯანი, სალათის ფურცლები, ფეტა და წითელი ხახვი — ეს კომბინაცია ზაფხულის გემოა;
- დაამატეთ პასტას კუბებად დაჭრილი შემწვარი ბადრიჯანი, პომიდვრის სოუსი და ნიორი. ჭრელი ბადრიჯანი სოუსში არ იშლება და ინარჩუნებს ფორმას;
- გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გული და ამოავსეთ საქონლის ხორცის ფარშითა და ბოსტნეულით;
- „კარპაჩო“: თხლად დაჭრილი და შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ თეფშზე, მოასხით ნივრიანი მაწონი ან ბაჟე.
ვინაიდან ჭრელი ბადრიჯანი უფრო ნაზი და ტკბილია, ვიდრე შავი, მას უფრო მსუბუქი და არომატული ღვინო უხდება. „იორლენდის“ ხიხვი ან მწვანე იდეალური მეწყვილეა. მათი ყვავილოვანი და ხილის ტონები ხაზს უსვამს ბადრიჯნის ბუნებრივ სიტკბოს.
თუ ხორციან კერძს ამზადებთ, მაშინ ხიხვის და კახური მწვანის კუპაჟი საუკეთესო არჩევანი იქნება.
აირჩიეთ „იორლენდი“ — შეიტანეთ ფერები და ახალი გემოები თქვენს სამზარეულოში.












