საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სალათის ფურცელი

ყველა დიდი კულინარიული შედევრი სუფთა ფურცლიდან იწყება; ჯანსაღ სამზარეულოში კი ეს „ფურცელი“ სწორედ სალათია. ის არის სიხალისის, სიმსუბუქისა და გაზაფხულის განწყობის სინონიმი. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ უსასუქო სალათის ფურცელს — ხასხასა, ხრაშუნა და სიცოცხლით სავსე მცენარეს, რომელიც ნებისმიერ კერძს სადღესასწაულო იერს სძენს. ბევრისთვის სალათის ფურცელი მხოლოდ თეფშის გასაფორმებელი საშუალებაა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მათ არ გაუსინჯავთ ნამდვილი, ცოცხალი პროდუქტი. ჩვენს სალათის ფურცელს ნორჩი სტრუქტურა აქვს და ძალიან წვნიანია.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

რატომ არის „იორლენდის“ სალათის ფურცელი შეუცვლელი? ფოთლოვანი ბოსტნეული ყველაზე მგრძნობიარეა ნიადაგის შემადგენლობის მიმართ. ინდუსტრიულად მოყვანილი სალათი ხშირად გაჯერებულია ნიტრატებით, რაც მას მალფუჭებადს ხდის. ჩვენს ბიომეურნეობაში კი ყველა პროდუქტი იზრდება სუფთა გარემოში, მხოლოდ ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. შედეგად ვიღებთ ფოთლებს, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებს სიჯანსაღეს და „ხრაშუნს“. ჩვენი სალათის ფურცელი არ ჭკნება სოუსის დასხმისთანავე, ის ინარჩუნებს ფორმას და, რაც მთავარია, აქვს ბუნებრივი, მოტკბო გემო ყოველგვარი სიმწარის გარეშე.

მეტი სალათის ფურცლის შესახებ

სალათის ფურცელი (Lactuca sativa) რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია და მისი ისტორია ძველი ეგვიპტიდან იწყება, სადაც მას თავდაპირველად თესლის ზეთისთვის იყენებდნენ, მოგვიანებით კი ფოთლების გამო დააფასეს. ძველ რომსა და საბერძნეთში მას „ძილის ბალახსაც“ ეძახდნენ მისი დამამშვიდებელი ეფექტის გამო. არსებობს სალათის უამრავი სახეობა, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ — წყლის მაღალი შემცველობა და უნარი, ორგანიზმი ცხელ დღეებში გააგრილოს.

რა სარგებელი აქვს სალათის ფურცელს ჩვენი ორგანიზმისთვის?

„იორლენდის“ სალათის ფურცელი ნამდვილი „მწვანე მკურნალია“, რომელიც ორგანიზმს შიგნიდან ასუფთავებს და აახალგაზრდავებს. ეს მცენარე 95%-ით სტრუქტურირებული წყლისგან შედგება, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ღრმა ჰიდრატაციას და კანის ბზინვარებას. 

ამავდროულად, სალათის ფურცელი შეიცავს ნივთიერება ლაქტუკარიუმს, რომელიც მსუბუქი ბუნებრივი სედატიური საშუალების მსგასად მოქმედებს — კერძოდ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. 

გარდა ამისა, სალათის ფურცელი მდიდარია K ვიტამინით, რაც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის; და A ვიტამინით,, რომელიც მხედველობის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. 

ამასთანავე, დაბალკალორიულობა და ბოჭკოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და წონის კლებას, რადგან სწრაფად ქნის დანაყრების შეგრძნებას, ზედმეტი კალორიების გარეშე.

რომელ კერძს უხდება სალათის ფურცელი?

სალათის ფურცელი უნივერსალურია — ის შეიძლება იყოს კერძის საფუძველიც და დახვეწილი შტრიხიც. „იორლენდის“ პროდუქტებით თქვენ საუკეთესო სალათებს ააწყობთ:

  1. დახიეთ სალათის ფოთლები ხელით (დანა არ გამოიყენოთ, რათა არ დაიჟანგოს), დაამატეთ ჩვენი კიტრი, პომიდორი (განსაკუთრებით ჩერი), წითელი ხახვი და ბულგარული წიწაკა. შეაზავეთ კახური ზეთითა და ძმრით;
  2. ცეზარის ქართული ვარიაცია: ხრაშუნა ფოთლები, შემწვარი ქათმის ფილე, ორცხობილა და გახეხილი ყველი.
  3. „იორლენდის“ საქონლის ხორცისგან მომზადებულ ბურგერს აუცილებლად სჭირდება ჩვენი სალათის ფურცელი სისველისა და ტექსტურისთვის;
  4. გამოიყენეთ დიდი ფოთლები ლავაშის ან პურის ნაცვლად — გაახვიეთ მასში ყველი, მწვანე აჯიკა და მოხარშული კვერცხი;
  5. ნებისმიერი ხორცის კერძი, იქნება ეს მწვადი თუ შემწვარი ქათამი, უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება სალათის ფურცლებთან ერთად;
  6. სმუზი: დააბლენდერეთ სალათის ფოთლები ისპანახთან, ვაშლსა და კივისთან ერთად — დილის ენერგიის წყარო მზადაა.

ბოლოს ნანახი

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა