საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3,00 

ნატურალური და ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება ჩვენი ენერგიისა და ჯანმრთელობის მთავარი საწინდარია. ჯანსაღი კვების რაციონში კი საპატიო ადგილი ნამდვილად უკავია „მწვანილების მეფეს“ — ისპანახს, რომელიც თავისი მკვეთრი ფერითა და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ უსასუქო ისპანახს — პროდუქტს, რომელიც მდიდარია რკინით, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით. ეს დაბალკალორიული მცენარე თქვენს რაციონში ნამდვილად უკონკურენტო პროდუქტად იქცევა. ორგანული მეთოდებით მოყვანილი ჩვენი ისპანახი არის ხასხასა, ნაზი, არომატული და სიცოცხლით სავსე. ბიოტექნოლოგიების მეშვეობით, მცენარე მაქსიმალურად ინარჩუნებს ბუნებრივ სტრუქტურასა და დახვეწილ გემოს.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ბიომეურნეობა იორლენდის ყველა პროდუქტი უსასუქო ნიადაგზე იზრდება. კახეთის მზე, სუფთა გარემო და ზრუნვა ჩვენი ისპანახის ხარისხის გარანტიაა. მცენარეზე ვზრუნავთ მხოლოდ ბიოპრეპარატებისა და შესაბამისი მეთოდების დახმარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მეტი ძალისხმევა სჭირდება გარემო პირობებთან გასამკლავებლად. შესაბამისად, უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი ისპანახი ფოთლებში აკუმულირებს გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას; პირველ რიგში, საკუთარი ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებასა და იმუნიტეტის ამაღლებას ხმარდება.

სახეობის შესახებ

ისპანახი (ლათ. Spinacia oleracea) ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ძველი სპარსეთი ითვლება, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სამეფო კარზეც კი დაიმკვიდრა ადგილი. კერძოდ, ისტორიკოსების ცნობით, ევროპაში ისპანახის პოპულარიზაცია ეკატერინე მედიჩის სახელს უკავშირდება, რომელიც მას ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდა; ამიტომაც, ყოველდღიურად მიირთმევდა, რის შემდეგაც ისპანახი ბევრი ფრანგული კერძის შემადგენელ ინგრედიენტად იქცა.

„იორლენდის” ბიომეორნეობაში ისპანახი სრულ სიმწიფესა და საუკეთესო ფორმას გაზაფხულსა და შემოდგომაზე აღწევს, როდესაც ტემპერატურა მისთვის იდეალურია, ფოთლები კი — ყველაზე წვნიანი.

რა სარგებლობა მოაქვს ისპანახს?

როგორც კვლევები მოწმობს, ნატურალური, უსასუქო ისპანახი ბუნებისგან ნაჩუქარი ენერგიის წყაროა. „იორლენდის“ ისპანახის მაღალი სარგებლიანობის მთავარი მიზეზი, აქაც, მისი მოყვანის ეკოლოგიური მეთოდებია.

მაშ ასე, დეტალურად მიმოვიხილოთ ისპანახის სარგებელი:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ისპანახი უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა ლუტეინი და ზეაქსანტინი. ორივე მათგანი კი უცილებელია თვალის ჯანმრთელობისთვის, რადგან მას მავნე გამოსხივებისგან იცავს — თავის მხრივ, ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით, რადგან ყოველდღიურად აქტიური შეხება გვაქვს სხვადასხვა გაჯეტთან. 

ამავდროულად, ისპანახი განსაკუთრებით ცნობილია რკინის შემცველობით. შედეგად, ჯანსაღ გარემოში მოყვანილი პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის ხარისხს, ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით და მნიშვნელოვნად გვეხმარება ენერგიის აღდგენაში.

გარდა ამისა, ეს მცენარე გულის ჯანმრთელობის ერთგული მცველია; კერძოდ, მასში შემავალი კალიუმი და ნიტრატები ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან ბოლოდროინდელი სტატისტიკის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოშიც და საქართველოშიც ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს. 

რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჯანმრთელი ორგანიზმის მთავარ ფარს ძლიერი იმუნური სისტემა წარმოადგენს, რაზეც განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. თავის მხრივ, ისპანახის რაციონში ჩართვა ამაშიც გვეხმარება, რადგან ორგანულ პირობებში მოყვანილი ისპანახი მდიდარია C, A და K ვიტამინებით. ვიტამინი K განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების სიმტკიცისთვის, A ვიტამინი — კანის სიჯანსაღისთვის; ხოლო C ვიტამინს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე აქვს გავლენა, რადგან ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ორგანიზმმა ამ საოცარი მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა, რომ თქვენს რაციონში იყოს მხოლოდ უსასუქო ისპანახი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია — ეს პროდუქტი უნდა მიიღოთ რეგულარულად, რათა ორგანიზმს მუდმივად ჰქონდეს მარაგში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინი თუ მინერალი.

ბონუსად კი გეტყვით, რომ ორგანული ისპანახი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო დიეტურ პროდუქტად ითვლება. სწორად შერჩეულ და მომზადებულ ისპანახს აქვს ნაზი, ოდნავ მოტკბო გემო და სასიამოვნო სტრუქტურა. ის პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს და გამოირჩევა ძალიან დაბალი კალორიულობით. სწორედ ამ თვისებების გამოა ის საუკეთესო არჩევანი როგორც სალათების, ისე დამოუკიდებელი ჯანსაღი კერძების მოსამზადებლად.

გაითვალისწინეთ, ისპანახის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ თირკმელში კენჭები (ოქსალატების შემცველობის გამო) ან იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო).

რომელ კერძს უხდება ისპანახი?

იმისათვის, რომ ისპანახის დახვეწილი გემოვნური თვისებებით ისიამოვნოთ, მას კულინარიული მეწყვილეები საგულდაგულოდ უნდა შეურჩიოთ. ისპანახი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც იდეალურად ერწყმის როგორც რძის ნაწარმს, ისე ხორცეულს. 

მაშ ასე, საუკეთესო მეწყვილეები ისპანახისთვის:

  1. კვერცხი: ომლეტი ან „პაშოტი“ ისპანახთან ერთად საუზმის კლასიკაა;
  2. ნაღები და ყველი: განსაკუთრებით ფეტა, სულგუნი ან პარმეზანი;
  3. ნიორი და ლიმონი: ეს კომბინაცია ხაზს უსვამს ისპანახის ცოცხალ გემოს;
  4. ნიგოზი და თხილი: ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი (ფხალი);
  5. თევზი: განსაკუთრებით ორაგული და თეთრი თევზი;
  6. პასტა და ღვეზელები: ისპანახი ცომეულს სიმსუბუქეს მატებს;
  7. უგემრიელესი ცომეულის მოსამზადებლად კი შეგიძლიათ ჩვენი თეთრი და ყვითელი სიმინდის ფქვილი გამოიყენოთ;

ამასთან, ისპანახისგან მომზადებულ კერძებსა და სალათებს თეთრი, ხალისიანი ღვინო უხდება. ისპანახთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ „იორლენდის“ რქაწითელი ან კახური მწვანე  — ეს ღვინოები ისპანახის მცენარეულ არომატებს ჰარმონიულად ერწყმის.

მიირთვით გემრიელად და გახსოვდეთ: ბიომეურნეობა „იორლენდის“ ჯანსაღი პროდუქტები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია.

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

ისპანახი
ისპანახი
3,00 

მარაგშია

რაოდენობა