ორგანული ჭაჭა ჩვენი ბიომეურნეობის ვენახებში მოყვანილი უსასუქო ყურძნის კანის და ლექისგან მზადდება. საუკუნეების წინ ქართველმა გლეხმა გადაწყვიტა, რომ ყურძნის მოსავალი უდანაკარგოდ უნდა გამოეყენებინა.
არავინ იცის, ვინ და როგორ მოიფიქრა ჭაჭის რეცეპტი, თუმცა ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ მაღალალკოჰოლური სასმელის მომზადების წესი დაახლოებით იმავე პერიოდში დაინერგა, როცა ჩვენმა წინაპრებმა ყურძნის დაღვინება ისწავლეს.
იორლენდის ორგანული ჭაჭა ქართულ ტრადიციას და ბუნებაზე ზრუნვას აერთიანებს – ჭაჭა მხოლოდ ნატურალური ნედლეულით მზადდება. არც ერთ სეზონზე იორლენდის მიწა არ მუშავდება ქიმიური სასუქით – სინთეზური ჰერბიციდებით, პესტიციდებით და ა.შ. ნიადაგი იკვებება მხოლოდ ორგანული სასუქებით. შესაბამისად ნედლეული, რომლითაც ეს ალკოჰოლური სასმელი მზადდება, 100%-ით ორგანულია. ეს სასმელს განსაკუთრებულ სისუფთავესა და რბილ გემოს სძენს მიუხედავად იმისა, რომ იორლენდის ჭაჭა მაღალალკოჰოლურია – 60 გრადუსამდე სპირტიანობით.
გემო და არომატი
ჭაჭა იორლენდის მარანში ტრადიციული კახური წესით იხდება. დისტილაციის ტრადიციული მეთოდი საშუალებას გვაძლევს სრულად შევინარჩუნოთ ყურძნის პირველქმნილი, ცოცხალი არომატები. იტალიური სახდელისა და ძველი კახური ტრადიციის შერწყმით ჩვენ ვიღებთ განსაკუთრებული ხარისხის ქართულ ძლიერ სასმელს, რომელიც რამდენიმე ჯიშის ყურძნის არომატს აერთიანებს. იორლენდის ჭაჭა ერთ ჭიქაში რქაწითლის, საფერავის, მწვანის, ქისისა და ხიხვის გემოების თაიგულს უყრის თავს. არომატი მსუბუქია, ხილის ელფერით.
უკვე მომავალი წლიდან ჩვენი პროდუქციის მომხმარებელს მუხის კასრებში დაძველებულ ოქროსფერ ჭაჭასაც შევთავაზებთ, რომელიც ჩვენს მარანშივე სპეციალურად მოწყობილ გრილსა და ღრმა სარდაფში დაიდებს. გვექნება როგორც ერთწლიანი, ისე ხანგრძლივი დაძველების ქარვისფერი ჭაჭა ვანილისა და მერქნის არომატებით.
იცოდით, რომ საუკეთესო ორგანული ჭაჭა მიიღება ქვევრის ღვინის წარმოების ნარჩენისგან მიიღება? სწორედ ასეთია იორლენდის ჭაჭა. როდესაც ქვევრში ყურძენი დიდხანს რჩება ჭაჭასთან ერთად, ეს მას ბუნებრივი ფერმენტებითა და ანტიოქსიდანტებით ამდიდრებს.
ორგანული ჭაჭა არ შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს და მძიმე მეტალებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ იტვირთება ზედმეტი ტოქსინებით და სასმელისგან მიღებული ეფექტი ბევრად უფრო სუფთაა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღებისას მნიშვნელოვანია ზომიერება.
რომელ კერძს უხდება ჭაჭა?
ჭაჭა ძლიერი და სპეციფიკური სასმელია. ამიტომ კულინარიული მეწყვილეებიც ძლიერი სჭირდება:
- ხაში
- ჩიხირთმა
- მწვადი, განსაკუთრებით ღორის.
- ხინკალი.
- ხაშლამა.
- ყველი და მწნილეული.
და მთავარი ტრიო: ორგანულ ჭაჭასთან საუკეთესო ტანდემს ქმნიან იორლენდის თეთრი სიმინდის ან ყვითელი სიმინდის ფქვილით გამომცხვარი უგემრიელესი, ხრაშუნა მჭადი და გუდის ყველი.
მუხის კასრში დაძველებულ ჭაჭას კი ძალიან უხდება თხილეული და ჩირეული.


























