ჩვენ ბიომეურნეობაში მწვანე აჯიკის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი ნედლეულით მიმდინარეობს. ახლად მწვანე წიწაკა (სრულ სიმწიფემდე), „იორლენდის“ ორგანული ქართული ნიორი და ჩვენივე მეურნეობაში მოყვანილი ცოცხალი ქინძი მუშავდება ნიგოზთან ან თხილთან ერთად.
წარმოების პროცესში სრულად გამორიცხულია სინთეზური კონსერვანტების, საღებავებისა და გემოს გამაძლიერებლების გამოყენება. პროდუქტის სტაბილიზაცია და შენახვის ვადის უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ ბუნებრივი კონსერვანტების — მარილისა და ნივრის — ხარჯზე. ინგრედიენტების ცივი დამუშავების ტექნოლოგია კი (გატარება და შერევა თერმული ჩარევის გარეშე) ინარჩუნებს მათ თავდაპირველ ფერსა თუ ბიოლოგიურ თვისებებს.
იგივე პრინციპით მზადდება “იორლენდის” წითელი აჯიკაც, რომლის მთავარი ინგრენდიენტები ცხარე წითელი წიწაკა, ქართული ნიორი და მარილია.
მწვანე აჯიკის სარგებელი ორგანიზმისთვის
მწვანე აჯიკის ინგრედიენტების სინთეზი ორგანიზმს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე ნივთიერებებით უზრუნველყოფს. თერმული დამუშავების არარსებობის გამო, მასში სრულად ნარჩუნდება მწვანე წიწაკასა და ქინძში არსებული C ვიტამინი, რაც იმუნური სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
ხოლო შემადგენლობაში არსებული ნიგოზი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ამავდროულად, ნივრის ეთერზეთები და ალიცინი უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას. წიწაკის აქტიური ნივთიერება კაპსაიცინი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მთლიანობაში, ამ კომპონენტების ერთობლიობა ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ორგანიზმს მაღალკალორიული, ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.
კულინარიული გამოყენება და კომბინაციები
ეს პიკანტური პასტა კულინარიაში მრავალფუნქციური დანიშნულებით გამოიყენება. „იორლენდის“ პროდუქტებთან ერთად ის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ ვარიაციებში:
- ხორცის მარინადი: თუკი მწვანე აჯიკას ქათმის ან ღორის ხორცის შესაზავებლად გამოიყენებთ, საოცრად რბილ და არომატულ კერძს მიიღებთ;
- საწებლის ბაზა: მაწონში ან არაჟანში გაზავებული მწვანე აჯიკა შემწვარი ბოსტნეულისა და ხორცის შესაბამისი, დამაბალანსებელი სოუსია, სადაც რძის პროდუქტი სიმწვავეს ამცირებს;
- ცხელი კერძების დანამატი: პარკოსნების (მაგალითად, „იორლენდის“ ბათუმელა ლობიოს) ცხელ კერძებში მისი დამატება სტრუქტურულ სიმწვავეს უზრუნველყოფს.
- აპეტაიზერი: გახუხულ პურზე, მჭადზე ან ქართულ სალასთან ერთად აჯიკა სუფრის დაწყების სტანდარტული ფორმაა;
- მარტივად — კიტრზე წასმული მწვანე აჯიკა ზაფხულის ნამდვილი დელიკატესია.
- იდეალურია მოხარშულ, თეთრ ჭყინტ სიმინდთან ერთად.
- და ბოლოს, თუ მწვანე აჯიკა ნატურალურ ნესვთან არ დაგიგემოვნებიათ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. ეს სიტკბოს, სიცხარის და არომატების ფეიერვერკია.
































