საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ყვითელი სიმინდის ფქვილი

7,00 

იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილიაბაშის ყვითელიგაამდიდრებს თქვენს სუფრას და კვების რაციონს.  აბაშის ყვითელს გამორჩეული, ოდნავ მოტკბო გემო აქვს, რაც მას გურმანებისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს. ჩვენი ბიომეურნეობის ნიადაგი  არ მუშავდება ქიმიური სასუქით, ამიტომ სიმინდი არის 100 პროცენტით ორგანული და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიმინდი მდიდარია ვიტამინებთ და მინერალებით. არ შეიცავს გლუტენს და მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ნატურალური სიმინდის ფქვილი ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია. იორლენდის ნაყოფიერ მიწას მხოლოდ ორგანული გზით ვამუშავებთ. ამიტომ ჩვენი ყველა პროდუქტი 100 პროცენტით ნატურალურია. უსასუქო სიმინდის მარცვალს ასევე ბუნებრივად ვაშრობთ და მხოლოდ ქვის წისქვილზე ვფქვავთ. ქვის დოლაბზე დაფქვისას მარცვალი არ ცხელდება. ამიტომ სიმინდის ფქვილი სრულად ინარჩუნებს ყველა ვიტამინს, მინერალს, ბოჭკოს და იმ დაუვიწყარ არომატს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. თქვენი ორგანიზმი დადებითი  ემოციების გარდა ორგანული პროდუქტისგან კონკრეტულ სარგებელს მიიღებს.

ჯიშის შესახებ

კბილა სიმინდი ამერიკული კულტურაა, თუმცა საქართველოში ის მე-17-ე საუკუნის მეორე ნახევარში იტალიიდან შემოვიდა.  მოგვიანებით გაჩნდა ადგილობრივი ჯიშებიც. აბაშის ყვითელი სწორედ დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის ადგილობრივი ჯიშია.   ის მიღებულია ძველი კაჟა ტიპის ჯიშების  შეჯვარებით შემდგომში  შემოტანილი კბილა ტიპის ჯიშებთან.  გამოირჩევა ოდნავ მოტკბო არომატით და მდიდარი შემადგენლობით.

სასარგებლო თვისებები

ბიომეურნეობა იორლენდის აბაშის ყვითელი შეიცავს  კაროტინოიდებს, კერძოდ, ლუტეინსა და ზეაქსანტინს. სწორედ ეს ნივთიერებები აძლევს ფქვილს ყვითელ შეფერილობას. ლუტეინი და ზეაქსანტინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია თქვენი თვალების ჯანმრთელობისთვის. ისინი ამცირებენ მხედველობის დაქვეითების და კატარაქტის განვითარების რისკებს. 

გარდა ამისა სიმინდის ფქვილი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ანუ ბოჭკოს.  ბოჭკო კი ხელს უწყობს კუჭნაწლავის გამართულ მუშაობას და  სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას ნაწლავებში.  სიმინდის ფქვილის ერთერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის ბუნებრივად გლუტენის გარეშეა.

ეს მას საუკეთესო ალტერნატივად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც  ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა აწუხებს. უგემრიელესი აბაშის ყვითელი დაგავიწყებთ ხორბლის პურის მონატრებას და ყველა იმ დისკომფორტს, რომელიც ცელიაკიას და გლუტენის აუტანლობას ახლავს.

ვიტამინები და მინერალები

სიმინდი შეიცავს A, C, E,  K ვიტამინებს, თუმცა განსაკუთრებით მდიდარი  სიმინდის ფქვილი B ჯგუფის ვიტამინებითაა. გამორჩეულია მისი მინერალური შემადგენლობაც: ის შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს. ყველა ეს მინერალი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

 სიმინდი ასევე შეიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ცილას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტიდან მიღებული ცილის დიდი წილი ორგანიზმის ცილად გარდაიქმნება. ზუსტად იგივე ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს ბიომეურნეობა იორლენდის ნატურალური თეთრი ფქვილიც, რომლის შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, რომ ზოგადად სიმინდი ერთერთი ყველაზე ნაკლებად ალერგიული პროდუქტია. ამიტომ სიმინდის პროდუქტები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ უსაფრთხოცაა. ჯანმრთელობის გარდა იორლენდი თქვენს განწყობაზეც ზრუნავს და  მეურნეობაში მოყავს მხიარული კინოსაღამოებისთვის აუცილებელ ჯანსაღი სასუსნავიბატიბუტის სიმინდი.

ბოლოს ნანახი

არ არის მარაგში

წითელი აჯიკა

Price range: 10,00 ₾ through 18,00 ₾
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

ყვითელი სიმინდის ფქვილი
ყვითელი სიმინდის ფქვილი
7,00 

მარაგშია

რაოდენობა