საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საფერავი – ჩამოსასხმელი

14,00 

ნამდვილი ქართული ღვინის გემო თუ მოგენატრათ, იორლენდის  საფერავი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან დაწურული ჩვენი საფერავი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს  ღვინის სამშობლოს შეეფერება – გაუმჭვირვალე ბროწეულისფერი, ძლიერი, არომატული და ხავერდოვანი.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

იორლენდის ვენახი მზიანი კახეთის ნაყოფიერ ნიადაგზეა გაშენებული. სუფთა  გარემო, მცხუნვარე მზე და სათუთი მოვლა ჩვენი ღვინის ხარისხის გარანტიაა. ვენახზე ვზრუნავთ მხოლოდ ბიოპრეპარატების და შესაბამისი მეთოდების დახმარებით. ტრადიციისა და სიახლის გაერთიანებამ და კახეთის განსაკუთრებულმა კლიმატმა ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ჩვენი საფერავი ნამდვილად გამორჩეული ყოფილიყო როგორც გემოვნური თვისებებით, ისე შემადგენლობით.

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ყურძნისგან ჩვენ ნამდვილი ელექსირი შევქმენით, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით ქვევრებში ჩავასხით და მოთმინებით დაველოდეთ დაღვინებას, რადგან  ქვევრის ღვინო არის ქართული იდენტობის ნაწილი, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ეს არის ტრადიცია, რომელიც დრომ ვერ დაამარცხა.

იორლენდის საფერავი  უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევა, რომელიც განსაკუთრებული ჯიშის გარდა ქვევრის დამსახურებაცაა. ქვევრში სუნთქავს და ქვევრიდან იღებს განსაკუთრებულ არომატს საფერავი, რომელსაც მუქი ბროწეულის ფერის გამო ხშირად შავ ღვინოსაც უწოდებენ.

ჯიშის შესახებ

საფერავი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია კახეთიდან. საფერავი ამ ჯიშს მარცვლებში შემფერავი ნივთიერებების უხვი შემცველობის უწოდეს. სხვა წითელყურძნიან ჯიშებს შორის საფერავი განსაკუთრებული გამძლეობით, უხვმოსავლიანობით და ღვინის მაღალი ხარისხით გამოირჩევა – მდიდარი გემო, არომატების მრავალფეროვნება და ტანინების სტრუქტურა კი საფერავის ღვინოს ნამდვილად გამორჩეულ სასმელად აქცევს. სხვათაშორის საფერავი ერთერთი გამორჩეული ჯიშია იმითაც, რომ ფერის პიგმენტი ყურძენს არა მხოლოდ კანსა და რბილობში, არამედ წვენშიც აქვს.

იორლენდის ნიადაგი და კლიმატი  იძლევა საშუალებას, რომ ყურძენმა შაქრიანობის მაღალ ზღვარს მიაღწიოს და ამასთან შეინარჩუნოს მჟავიანობის ბალანსიც. ღვინო არის მუქი, ბროწეულისფერი შეფერილობის, სრულსხეულიანი, ჰარმონიული და მაღალალკოჰოლიანი. ტექნოლოგიისა და ადგილობრივი ნიადაგების გავლენით აქვს დაძველების დიდი პოტენციალი.

რა სარგებლობა მოაქვს

საფერავი მხოლოდ სასიამოვნო სასმელი არ არის, მისი ქიმიური შემადგენლობა მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ღვინოდ აქცევს. საფერავი ლიდერია ანტიოქსიდანტების, პოლიფენოლებისა და ანთოციანების შემცველობით. ეს ნივთიერებები ებრძვიან ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს.

ღვინოში არსებული რესვერატროლი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას და სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს გულს დატვირთვისგან.

საქართველოში საფერავს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ. მაგალითად სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს, რადგან საფერავში რკინის და სხვა მინერალების მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმს ჰემოგლობინის დონის ამაღლებაში ეხმარება. საფერავის ტანინები კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც – ისინი ორგანიზმს ცილოვანი და ცხიმიანი საკვების (მაგალითად, ქართული მწვადის) გადამუშავებაში ეხმარება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ  საფერავის სამკურნალო ძალა მის ზომიერებაშია. დღეში ერთი ჭიქა (150-200 მლ) საკმარისია იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა ყველა ეს სიკეთე მიიღოს. თუ ნამდვილი ქართული ღვინის მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ  ბიომეურნეობა იორლენდში ორგანული ყურძნისგან რამდენიმე სახეობის ღვინოს ვწურავთ. აქ ყოველთვის იპოვით თქვენთვის სასურველ გემოს.

რომელ კერძს უხდება საფერავი?

საფერავი თავისი ძლიერი სხეულით, მაღალი ტანინებითა და ინტენსიური არომატებით ნამდვილი „გასტრონომიული გიგანტია“. ის მოითხოვს ისეთ კერძებს, რომლებიც მის სიმძლავრეს არ „დაემალება“ და პირიქით, ხაზს გაუსვამს მის ხავერდოვნებას. მაშ ასე! იორლენდის საუკეთესო მეწყვილეები იორლენდის საფერავისთვის:

საფერავი და წითელი ხორცი იდეალური კავშირია. ღვინის ტანინები ეხმარება ორგანიზმს ცილებისა და ცხიმების ადვილად გადამუშავებაში.

  • მწვადი: განსაკუთრებით ღორის ან საქონლის, ნაკვერჩხალზე შემწვარი.
  • კანჭი: ლუდში ან ღვინოში მომზადებული, ცხარე სანელებლებით.
  • სტეიკი საშუალოდ შემწვარი(Medium)
  • ჩაქაფული: მიუხედავად იმისა, რომ ჩაქაფულს ხშირად თეთრ ღვინოს აყოლებენ, დაძველებული საფერავი ბატკნის ხორცთან და ტარხუნასთან საოცარ კომბინაციას ქმნის.
  • მწვადი შამფურზე: კახური შოთის თანხლებით.
  • ოსტრი.
  • დაძველებული გუდა – მისი მარილიანობა და საფერავის სიძლიერე ერთმანეთს აბალანსებს.
  • ცხვრის ყველი.

გემრიელად მიირთვით იორლენდის ორგანული პროდუქტები.

ბოლოს ნანახი

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

საფერავი ჭიქაში
საფერავი – ჩამოსასხმელი
14,00 

მარაგშია

რაოდენობა