საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქისი – ჩამოსასხმელი

10,00 

ნამდვილი ქართული ღვინის გამორჩეული ხასიათი თუ მოგენატრათ, იორლენდის ქისი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან ქვევრში დაწურული ჩვენი ქისი ზუსტად ისეთია, როგორიც ღვინის სამშობლოს უძველეს ტრადიციებს შეეფერება – მუქი ქარვისფერი, სრულსხეულიანი და არომატული. კახეთის ბარაქიანი მიწა და ცხელი კლიმატი საშუალებას იძლევა, რომ ამ ჯიშმა საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.

ქისის ღვინოში მკაფიოდ იგრძნობა ხილის სასიამოვნო არომატები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ქისს კულინარიულ ღვინოს უწოდებენ. ის შესანიშნავად შეეხამება კახურ ტრადიციულ სამზარეულოს. ასევე კახური წესით მომზადებულ ტბის თევზეულს.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ბიომეურნეობა იორლენდის ვენახი მზიანი კახეთის ნაყოფიერ ნიადაგზეა გაშენებული. სუფთა გარემო, მცხუნვარე მზე და სათუთი მოვლა ჩვენი ღვინოების ხარისხის გარანტიაა. ვენახზე ვზრუნავთ მხოლოდ ბიოპრეპარატების და შესაბამისი მეთოდების დახმარებით. ტრადიციისა და სიახლის გაერთიანებამ ჩვენს მეურნეობაში ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ იორლენდის ქისი ნამდვილად გამორჩეული ყოფილიყო როგორც გემოვნური თვისებებით, ისე შემადგენლობით.

იორლენდის ქისი  უდავოდ მაღალი ღირსებისაა. იგი კრიალაა. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა – იგი მუქი ჩალისფერია.

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ყურძნისგან ჩვენ ნამდვილი ელექსირი შევქმენით, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით ქვევრებში ჩავასხით და მოთმინებით დაველოდეთ დაღვინებას. ქვევრის ღვინო ხომ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.  იორლენდის ქისი უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევა, რაც ჯიშის გარდა, სწორედ ქვევრის დამსახურებაა. ქვევრში „სუნთქვისას“ ღვინო იძენს იმ გემოსა და სტრუქტურას, რომელიც მას სხვა თეთრი ღვინოებისგან გამოარჩევს.

ჯიშის შესახებ

ქისი ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია კახეთიდან.  მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, ახლო წარსულში თითქმის მივიწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10-15 წლის წინ ქისი კახეთში ხელახლა დაიბადა. იორლენდის ვენახებში ეს ჯიში ხუთი წლის წინ გაშენდა და ჩვენმა არჩევანმა ნამდვილად გაამართლა. საგარეჯოს მხარეში ქისი იშვიათად გვხვდება, თუმცა ჩვენს მეურნეობაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქისის ყურძენი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქტიულობით, მისგან დაყენებული ღვინო კი დახვეწილი არომატების მრავალფეროვნებითა და ხავერდოვანი ტანინებით ხიბლავს ღვინის გურმანებს.

რა სარგებლობა მოაქვს

ქისი მხოლოდ სასიამოვნო სასმელი არ არის; ქვევრში კლერტთან და ჭაჭასთან ხანგრძლივი კონტაქტი მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო თეთრ (ქარვისფერ) ღვინოდ აქცევს. ქისი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც ყურძნის  კანიდან და წიპწიდან გადადის ღვინოში. ეს ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

ქისის ტანინები და მჟავიანობა შესანიშნავად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რაც მას იდეალურ კულინარიულ ღვინოდ აქცევს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღვინის სამკურნალო ძალა მის ზომიერებაშია – დღეში ერთი ჭიქა საკმარისია იმისათვის, რომ იგრძნოთ ის ენერგია, რომელსაც მზიანი კახეთის მიწა ამ ღვინოს გადასცემს. თუ თქვენ ნამდვილი, ნატურალური გემოების მაძიებელი ხართ, იორლენდის ბიომეურნეობის ქისი სწორედ ის აღმოჩენაა, რომელსაც ეძებდით.

ბიომეურნეობა იორლენდში ორგანული ყურძნისგან რამდენიმე სახეობის ღვინოს ვწურავთ. აქ ყოველთვის იპოვით თქვენთვის სასურველ გემოს.

რომელ კერძს უხდება ქისი?

  • ფხალეული: ნიგვზიანი ისპანახი, ბადრიჯანი ან ეკალა. ქისის მჟავიანობა და ტანინები კარგად აბალანსებს ნიგვზის ცხიმიანობას.
  • ხაშლამა: მოხარშული საქონლის ხორცი მარილითა და მწვანილებით – ეს კლასიკური წყვილია.
  • შემწვარი კალმახი ან ციმორი: განსაკუთრებით მაშინ, თუ თევზი კახური წესით, ტაფაზეა დაბრაწული.
  • თევზი ქინძმარში.
  • ინდაურის საცივი: ნიგვზისა და სანელებლების გემო ქისის მშრალი ხილის ტონებს საოცრად ერწყმის.
  • შემწვარი წიწილა: ნივრიან სოუსში (შქმერული) ან უბრალოდ მაყალზე შემწვარი.
  • დაძველებული ყველი: მაგალითად, კახური გუდა (თუ ძალიან მძაფრი არ არის) ან ცხვრის ყველი.
  • თხილეული და ჩირი: რადგან ქისის თავად აქვს ჩირის არომატები, ის იდეალურია ნიგვზის, ნუშისა და გარგრის ჩირის ასორტისთან.
  • თუ ექსპერიმენტები გიყვართ, ქისი საოცრად უხდება ცხარე აზიურ კერძებს.

ბოლოს ნანახი

არ არის მარაგში
ლობიო მწვანე კალათში
არ არის მარაგში

წითელი აჯიკა

Price range: 10,00 ₾ through 18,00 ₾
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

ქისი ჭიქაში
ქისი – ჩამოსასხმელი
10,00 

მარაგშია

რაოდენობა