საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოლოკი

როდესაც ჩვენს სუფრაზე ხრაშუნა, ალისფერი ბოლოკი ჩნდება, ესეიგი გაზაფხული ნამდვილად მოვიდა. თუ გსურთ ნამდვილი ბოლოკის არომატული გემო გაიხსენოთ, იორლენდის ბოლოკი უნდა გასინჯოთ. ეს ხრაშუნა და წვნიანი პროდუქტი ჩვენს ბიომეურნეობაში განსაკუთრებული მზრუნველობით მოგვყავს. იორის ნაპირების რბილი ნიადაგი და ბუნებრივი მორწყვა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ბოლოკი წვნიანი და ზომიერად ცხარეა. ის ინარჩუნებს სასიამოვნო სიტკბოსა და იმ დამახასიათებელ სიმკვეთრეს, რომელიც ასე გვიყვარს. 100%-ით ორგანული და ნორჩი ბოლოკი შეგიძლიათ თამამად მიირთვათ კანიანად, სადაც ყველაზე მეტი ვიტამინია თავმოყრილი.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ნატურალური საკვები ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. ჯანსაღი კვების რაციონში კი გამორჩეული ადგილი უკავია სასარგებლო, პიკანტურ და გამაჯანსაღებელი თვისებებით  გამორჩეულ ბოსტნეულს, რომელიც ნებისმიერ სალათს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. წარმოგიდგენთ იორლენდის უსასუქო ბოლოკს — სასარგებლო და დაბალკალორიულ მცენარეს, რომელიც თქვენს რაციონში ნამდვილად შეუცვლელი პროდუქტი გახდება.  ბიომეურნეობა იორლენდის უსასუქო მიწაზე მოყვანილი მცენარე სწორედ იმის გამო, რომ მას ქიმიური საშუალებებით არ ვეხმარებით, უფრო დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს და მინერალებს გამოიმუშავებს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ერთის მხრივ, ნიადაგიდან მიიღოს ყველა საჭირო მინერალი და მეორე მხრივ, უკეთ გაუმკლავდეს გარემო პირობებს. საბოლოოდ კი ყველა ეს სარგებელი ადამიანამდე მიდის.

პროდუქტის ისტორია

ბოლოკი (ლათ.  Raphanus sativus) ერთწლოვანი ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც კომბოსტოსებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ბოლოკის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, თუმცა ეს მცენარე საუკუნეების წინ გახდა ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი. ადრეულ გაზაფხულზე, ანუ სწორედ მაშინ, როდესაც ზამთრისგან გამოფიტულ ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება ნატურალური და სასარგებლო პროდუქტი, იორლენდის ბოლოკი აღწევს სრულ სიმწიფეს და ამ დროს ხდება მისი გემო სწორედ ისეთი, როგორიც გვახსოვს ბავშვობიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი ბოლოკი გაცილებით მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით – ვიტამინებით, მინერალებით და ეთერზეთებით, რაც მას  გაზაფხულზე, ვიტამინების დეფიციტის დროს ჩვენი ორგანიზმისთვის სასწრაფო დახმარებად აქცევს.

რა სარგებლობა მოაქვს ბოლოკს?

იორლენდის ორგანული, უსასუქო ბოლოკი ორგანიზმის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ვნახოთ, როგორ ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ეს პიკანტური ბოსტნეული.

  1. განსაკუთრებული ფერმენტების შემცველობის გამო ბოლოკი ხელს უწყობს ღვიძლისა და კუჭის წმენდას, რადგან ეს ფერმენტები ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევიან.
  2. ბოლოკში მაღალია C ვიტამინის შემცველობა. ეს ვიტამინი კი, მოგეხსენებათ, რომ საუკეთესო მებრძოლია სეზონური ვირუსების წინააღმდეგ.
  3. ბოლოკი დგას ჯანსაღი გულისა და სისხლძარღვების სადარაჯოზეც – ამ ბოსტნეულში შემავალი ანტოციანინები და კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  4. იდეალურია წონის კონტროლისთვის – ბოლოკში თითქმის არ არის ცხიმი, სამაგიეროდ ბევრია წყალი და ბოჭკო. ორივე სასარგებლოა და ორივე ხანგრძლივად გვინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას.
  5. ბოლოკის ანტიბაქტერიული თვისებები და C ვიტამინი ეხმარება კანს სისუფთავის შენარჩუნებაში.

გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ორგანიზმმა ამ მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა თქვენს რაციონში იყოს მხოლოდ უსასუქო ბოლოკი და მიირთვათ ის რეგულარულად.

რომელ კერძს უხდება ბოლოკი?

რომელი კერძი გახსენდებათ პირველი, როდესაც ბოლოკს წარმოიდგენთ? რაღა თქმა უნდა, ლობიო! სწორედ ამიტომ  სწორედ ეს პარკოსანი ხსნის იორლენდის ბოლოკის კულინარიული მეწყვილეების ჩამონათვალს.

  1. იორლენდის უსასუქო ლობიო და ბოლოკი საუკეთესო ტანდემია. ლობიოს რბილ გემოს და ტექსტურას ბოლოკის ცოცხალი გემო განსაკუთრებულ არომატს მატებს. გარდა ამისა, ლობიო რთულად მოსანელებელ ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, ბოლოკი კი ორგანიზმს მათ მონელებაში ეხმარება
  2. აუცილებლად უნდა მოამზადოთ ვიტამინების „აფეთქება“ – საგაზაფხულო სალათაა. ბოლოკის წითელი და თეთრი რგოლები, ახალი ხახვი, „იორლენდის“ მწვანე სალათის ფოთლები და  ახალი ქინძი, რომელიც ყველა გემოს „შეკრავს“.
  3. ხაჭო და ნაღების ყველი: ბოლოკის მსუბუქი სიმწარე რძის პროდუქტების სინაზით ბალანსდება.
  4. ლიმონი და მწვანილი: განსაკუთრებით უხდება ნიახურს, კამასა და ოხრახუშს.
  5. თეთრი ღვინო: ბოლოკის პიკანტურობას იდეალურად აბალანსებს იორლენდის რქაწითელი – ეს ტანდემი სუფრას განსაკუთრებულ სეზონურ ხიბლს მიანიჭებს.

მიირთვით გემრიელად და გახსოვდეთ: ბიომეურნეობა იორლენდის ჯანსაღი პროდუქტები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია.

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა