საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3,00 

უგემრიელესი ქართული სამზარეულო, რომელიც მრავალფეროვნებით და საოცარი არომატებით გამოირჩევა, წარმოუდგენელია ქინძის გარეშე. ქინძი ერთ-ერთია იმ მწვანილებს შორის, რომელთა დამსახურებაა ქართული კერძების მდიდარი გემო. ერთი დაგემოვნების შემდეგ უსასუქოდ მოყვანილი იორლენდის ქინძი თქვენი სამზარეულოს უცვლელ პროდუქტად გადაიქცევა.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ბიომეურნეობა იორლენდის მინდვრებს მზიან კახეთში მხოლოდ ბიოპრეპარატების მეშვეობით ვამუშავებთ. შესაბამისად ტერიტორიაზე მოყვანილი ქინძი, ისევე როგორც იორლენდის სხვა პროდუქტები 100%-თ ნატურალურია.  ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მდინარე ივრის წყალი და უსასუქო ნიადაგი ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. კახეთის განსაკუთრებულმა კლიმატმა და გონივრულმა მოვლამ ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ იორლენდის ქინძი ნამდვილად გამორჩეული იყოს როგორც გემოვნური თვისებებით, ისე შემადგენლობით. საგულისხმოა, რომ ბიოპრეპარატებით დამუშავებულ ნიადაგზე გაზრდილი მცენარე მეტ ანტიოქსიდანტებს გამოიმუშავებს, გარემო პირობებთან გასამკლავებლად, რადგან მას არ ჰყავს ამისათვის ქიმიური “დამხმარეები”. ეს კი პირდაპირ აისახება მის სამკურნალო თვისებებზე – იორლენდის ქინძი უფრო “ძლიერია”, ვიდრე ქიმიური სასუქებით მოყვანილი მცენარე.

მცენარის შესახებ

მართალია ქინძის სამშობლო ახლო აღმოსავლეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთია, თუმცა ეს მცენარე ქართული გასტრონომიული მრავალფეროვნების ერთ-ერთ  უმთავრეს  ინგრედიენტად იქცა. ამ უძველესი საკმაზის თესლი ძველეგვიპტურ სამარხებშიც კია აღმოჩენილი. ის გამორჩეულია ეთერზეთების უხვი შემცველობით, რაც მცენარეს მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ სურნელს სძენს.  სხვა მწვანილებს შორის ქინძი გამძლეობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა – მისი მდიდარი გემო და არომატების მრავალფეროვნება კი ნებისმიერ კერძს გამორჩეულ გემოს ანიჭებს.

რა სარგებლობა მოაქვს ქინძს?

ქინძი ძალიან სასარგებლო მცენარეა. თუ მის საარსებო არეალში ქიმიური სასუქი არ გამოიყენება, ეს მის სარგებელს ერთიორად ზრდის. მაშ ასე, ვნახოთ  რა სარგებლობა მოაქვს ქინძს:

ანტიოქსიდანტების წყარო: ქინძი ლიდერია ნივთიერებებით, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ანელებს დაბერების პროცესს. ეს მცენარე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ორგანიზმიდან მძიმე ლითონების (მაგალითად, ვერცხლისწყლისა და ტყვიის) გამოდევნისთვის. ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი “ფილტრი”, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკოლოგიურ პირობებში.

ქინძი ასევე ცნობილია, როგორც “ანტიდიაბეტური” მცენარე. მისი თესლი და ფოთლები ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში ფერმენტების გააქტიურების გზით.

გულ-სისხლძარღვთა დაცვა: ეს გემრიელი საკმაზი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას და სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას.

მონელების ხელშეწყობა: ქინძის შემადგენლობა კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე – ის ორგანიზმს ცილოვანი და ცხიმიანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

მინერალური ბალანსი: მასში რკინისა და სხვა მინერალების მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში ეხმარება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორგანული მწვანილის სასარგებლო თვისებები ყველაზე ძლიერი მაშინ არის, თუ მას ქორფად მიირთმევთ. თუ  ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენი მთავარი პრიორიტეტია, მაშინ დღეში ერთი მუჭა ნატურალური, უსასუქო ქინძი უნდა მიირთვათ.

რომელ კერძს უხდება ქინძი?

ქინძი თავისი ინტენსიური არომატებით ნამდვილი გასტრონომიული ჯადოქარია.

მაშ ასე, საუკეთესო მეწყვილეები იორლენდის  ქინძისთვის:

ჩაქაფული: ქინძი ამ კერძის სული და გულია.  სადაც ბატკნის ხორცთან და ტარხუნასთან ერთად ის გემოების საოცარ კომბინაციას ქმნის.

ხორციანი კერძები: განსაკუთრებით უხდება მწვადს, ოსტრსა და ხინკალს.

ლობიო: ტრადიციული ქართული ლობიო წარმოუდგენელია  ახალი ქინძის გარეშე.

საწებლები: ტყემალი თუ სხვადასხვა მწვანე საწებელი სწორედ ქინძის არომატზეა დამყარებული.

გემრიელად მიირთვით იორლენდის ორგანული მწვანილები!

ბოლოს ნანახი

არ არის მარაგში
ლობიო მწვანე კალათში
არ არის მარაგში

წითელი აჯიკა

Price range: 10,00 ₾ through 18,00 ₾
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

ქინძი
ქინძი
3,00 

მარაგშია

რაოდენობა