საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიმინდი აბაშის ყვითელი (მარცვალი)

4,50 

იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი  ნატურალური „აბაშის ყვითელი“ შეავსებს  თქვენს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით. ეს არის პროდუქტი, რომელიც სასარგებლოს და სასიამოვნოს შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. აბაშის ყვითელს გამორჩეული, ოდნავ მოტკბო გემო აქვს, რაც მას გურმანებისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს. ჩვენი ბიომეურნეობის ნიადაგი  არ მუშავდება ქიმიური სასუქით, ამიტომ სიმინდი არის ორგანული და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიმინდი არ შეიცავს გლუტენს და მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა.

მარაგშია

რაოდენობა
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ნატურალური სიმინდის  ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია. იორლენდის ნაყოფიერ მიწას მხოლოდ ორგანული სასუქით ვამუშავებთ. ამიტომ როგორც სიმინდი, ისე ჩვენი ყველა პროდუქტი 100 პროცენტით ორგანულია.

ბიო სტანდარტებით მოვლის დამსახურებით სიმინდი სრულად ინარჩუნებს ყველა ვიტამინს, მინერალს, ბოჭკოს და იმ დაუვიწყარ არომატს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჭყინტი ყვითელი სიმინდის დაგემოვნებისას. მოხარშულ ან შემწვარ ყვითელ სიმინდს თეთრისგან ბევრად განსხვავებული არომატები და მოტკბო გემო აქვს.

ჯიშის შესახებ

კბილა სიმინდი ამერიკული კულტურაა, თუმცა საქართველოში ის მე-17-ე საუკუნის მეორე ნახევარში იტალიიდან შემოვიდა.  მოგვიანებით გაჩნდა ადგილობრივი ჯიშებიც.

აბაშის ყვითელი სიმინდი ადგილობრივი, სელექციური ჯიშია და ეს მისი ერთერთი მთავარი უპირატესობაა – ეს არის მარცვალი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენამდე ლაბორატორიული ჩარევის გარეშე მოვიდა. აბაშის ყვითელი სიმინდი   გამოირჩევა საშუალოზე გრძელი ტაროთი და მჭიდროდ განლაგებული, ინტენსიური ყვითელი ფერის მარცვლებით.

სასარგებლო თვისებები

აბაშის ყვითელი შეიცავს  კაროტინოიდებს, კერძოდ, ლუტეინსა და ზეაქსანტინს. სწორედ ეს ნივთიერებები აძლევს მარცვალს ყვითელ შეფერილობას. ლუტეინი და ზეაქსანტინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია.

ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია თქვენი თვალების ჯანმრთელობისთვის. ისინი ამცირებენ მხედველობის დაქვეითების და კატარაქტის განვითარების რისკებს.  გარდა ამისა სიმინდის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ანუ ბოჭკოს.  ბოჭკო კი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას და  სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას ნაწლავებში.

ყვითელი სიმინდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის ბუნებრივად გლუტენის გარეშეა. ეს მას საუკეთესო ალტერნატივად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც  ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა აწუხებს.   აბაშის ყვითელი სიმინდის ფქვილით ოქროსფერი, ხრაშუნა და საოცრად არომატული მჭადი ცხვება. ამიტომ ის მარტივად დაგავიწყებთ ხორბლის პურის მონატრებას.

ვიტამინები და მინერალები

სიმინდი შეიცავს A, C, E,  K ვიტამინებს, თუმცა განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით((B1, B5), რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის მუშაობისა და ენერგიის ცვლისთვის). გამორჩეულია მისი მინერალური შემადგენლობაც: ის შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს. ყველა ეს მინერალი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.   სიმინდი ასევე შეიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ცილას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტიდან მიღებული ცილის დიდი წილი ორგანიზმის ცილად გარდაიქმნება. ზუსტად იგივე ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს ბიომეურნეობა იორლენდის ნატურალური თეთრი სიმინდიც, რომლის შეკვეთა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზოგადად სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ალერგიული პროდუქტია. ამიტომ ის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ უსაფრთხოცაა. ჯანმრთელობის გარდა იორლენდი თქვენს განწყობაზეც ზრუნავს და  მხიარული კინოსაღამოებისთვის აუცილებელ ჯანსაღ სასუსნავს – ბატიბუტის სიმინდს გთავაზობთ.

ბოლოს ნანახი

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა

ყვითელი სიმინდი
სიმინდი აბაშის ყვითელი (მარცვალი)
4,50 

მარაგშია

რაოდენობა