საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბამია

ბამია, იგივე ოკრა, აგროკულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია, რომელსაც მისი შესახედაობის გამო ზოგჯერ “ქალბატონის თითებსაც” უწოდებენ. ბამია იორლენდის მინდვრებში 100%-ით ორგანული წესებით მოგვყავს. ეს ეგზოტიკური შესახედაობის კულტურა განსაკუთრებით პრეტენზიულია გარემოს მიმართ, ამიტომ მდინარე იორის ნაპირებზე არსებული სუფთა ჰაერი და უსასუქო ნიადაგი საუკეთესო პირობებს ქმნის მისი უნიკალური გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის ბამია ნამდვილად კარგად ნაცნობი პროდუქტია, თუმცა მის შესახებ საქართველოში ბევრმა ადამიანმა ჯერ არაფერი იცის. ამიტომაც ბიომეურნეობა იორლენდი წარმოგიდგენთ ბამიას – სასარგებლო, დაბალკალორიულ და ლამაზ მცენარეს, რომელსაც გურმანებიც და ჯანსაღი კვების დამფასებლებიც ერთნაირად შეიყვარებენ. ორგანული მეთოდებით მოყვანილი ჩვენი ბამია არის ნაზი, არომატული და ვიტამინებით სავსე. ბიოტექნოლოგიების მეშვეობით მცენარე მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს და დახვეწილ გემოს.

სახეობის შესახებ

ბამია ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ბამბისა და ბალბისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. აქვს ძალიან ლამაზი, კრემისფერი ან ყვითელი ყვავილები, მისი ნაყოფი კი ნორჩი, მწვანე „კაფსულებია“. მკვლევარების ვარაუდით მისი სამშობლო ეთიოპია ან სამხრეთ აზიაა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ნილოსის ნაპირებზე აშენებდნენ. მისი გავრცელების ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ ბამია თბილი კლიმატის მოყვარული მცენარეა ამიტომ ის შესანიშნავად მოერგო კახეთის ცხელ კლიმატს და იორლენდის უსასუქო ნიადაგზე ნამდვილი, ჯანსაღი ნაყოფი მოგვცა.  ჩვენს ბიომეურნეობაში ბამია სრულ სიმწიფესა და საუკეთესო ფორმას ზაფხულის პერიოდში აღწევს.

რა სარგებლობა მოაქვს ბამიას?

ბიომეურნეობა იორლენდში ყველა პროდუქტზე მხოლოდ მხოლოდ ბიოპრეპარატების და შესაბამისი მეთოდების დახმარებით ვზრუნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბოსტნეულს, ხილს თუ მარცვლეულს მეტი ძალისხმევა სჭირდება გარემო პირობებთან და მავნებლებთან გასამკლავებლად. შესაბამისად, უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი პროდუქტი გამოიმუშავებს მეტ სასარგებლო ნივთიერებას პირველ რიგში საკუთარი ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ორგანიზმის გაძლიერებას ხმარდება.

ნატურალური, უსასუქო ბამია ბუნებისგან ნაჩუქარი ძლიერი მოკავშირეა ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მაშ ასე, დეტალურად მიმოვიხილოთ ბამიის სარგებელი:

  1. ძლიერი ანტიოქსიდანტი: ბამია უხვად შეიცავს პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს ანთებითი პროცესებისგან.
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის მცველი: ბამიის შემადგენლობაში არსებული უნიკალური ლორწოვანი ნივთიერებები და ბოჭკო საუკეთესო საშუალებაა ნაწლავური ფლორის გასაუმჯობესებლად და საჭმლის მონელების პროცესის დასარეგულირებლად.
  3. ქოლესტერინისა და შაქრის ბალანსი: კვლევები აჩვენებს, რომ ბამია ხელს უწყობს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინისა და შაქრის დონის ნორმალიზებას.
  4. ვიტამინების საბადო: მცენარე მდიდარია C, K და B ჯგუფის ვიტამინებით, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს.

გახსოვდეთ: იმისათვის, რომ ორგანიზმმა ამ საოცარი მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა თქვენს რაციონში იყოს მხოლოდ უსასუქო ბამია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს პროდუქტი უნდა მიიღოთ რეგულარულად.

რომელ კერძს უხდება ბამია?

ბამია კულინარიაში ნამდვილი აღმოჩენაა. მას აქვს სპეციფიკური, ძალიან სასიამოვნო გემო, რომელიც მწვანე ლობიოსა და ბადრიჯნის ნაზავს მოგაგონებთ. თუმცა მისი გემოვნური თვისებების სრულად შესაგრძნობად ბამიას კულინარიული მეწყვილეები ყურადღებით უნდა შევურჩიოთ.

პომიდორი და ნიორი: ბამიას გემო იდეალურად ერწყმის პომიდვრის მოტკბო-მომჟავო არომატს. ეს კლასიკური კომბინაცია, სადაც პომიდვრის სიმჟავე აბალანსებს ბამიის სტრუქტურას. წითელ პომიდორსა და ნიორთან ერთად მოშუშული ბამიას გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. თუ პიკანტური კერძების მოყვარული ხართ, ამ კომბინაციას ძალიან მოუხდება იორლენდის ცხარე წიწაკა, რომელიც კერძს ზომიერ სიმკვეთრეს შესძენს.

  1. ციტრუსი და სანელებლები: ლიმონის წვენი, ქინძი და იორლენდის ცხარე წიწაკა მას განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს.
  2. ხორციანი კერძები: ბამია იდეალურია წვნიანებში რბილ საქონლის ხორცთან ერთად  – ორგანული ბამიას წვენი და ლორწოვანი სტრუქტურა ხორცს სირბილეს უნარჩუნებს და წვნიანს სასიამოვნო სისქეს ანიჭებს.  ამ კერძს საუკეთესოდ აბალანსებს ჩვენი საფერავი, რომლის ტანინებიც ჰარმონიულად ერწყმის ბამიასა და ხორცის ტანდემს.
  3. ბამია საუკეთესო ტანდემს ქმნის ბრინჯთან ერთად. ბამიას მომზადებისას ახასიათებს გარკვეული “ლორწოვანება”. ბრინჯი კი, თავისი სტრუქტურით, ამ წვენს იწოვს და შედეგად, ბრინჯი ხდება უფრო არომატული და ნაზი, ხოლო ბამიას ტექსტურა კერძში უფრო დაბალანსებული და სასიამოვნო აღსაქმელი.
  4. ღვინის შეხამება: ბამიასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ იორლენდის ცივი, მშრალი თეთრი ღვინო, მაგალითად მწვანე ან ხიხვი, რაც მის ნაზ გემოს კიდევ უფრო გამოკვეთს.

მიირთვით გემრიელად და გახსოვდეთ: ბიომეურნეობა იორლენდის ჯანსაღი პროდუქტები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია.

ბოლოს ნანახი

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა