“იორლენდის” ბიომეურნეობაში წითელი აჯიკის დამზადება მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. ახლად მოკრეფილი ცხარე წიწაკა და „იორლენდის“ ნიორი მუშავდება ტრადიციული, ცივი მეთოდით (თერმული ჩარევის გარეშე), რათა სრულად შენარჩუნდეს ბოსტნეულისა და სანელებლების ბუნებრივი ეთერზეთები.
წარმოების პროცესში, ისე როგორც “იორლენდის” ნებისმიერ ბოსტნეულში, სრულად გამორიცხულია სინთეზური საღებავების, გემოს გამაძლიერებლებისა და ხელოვნური კონსერვანტების გამოყენება. პროდუქტის სტაბილურობასა და ხანგრძლივ შენახვას ბუნებრივი კონსერვანტი — მარილი — და ინგრედიენტებში არსებული აქტიური ნივთიერებები უზრუნველყოფს.
“იორლენდის” მწვანე წიწაკით და ქართული ნიორი და კაკლით ან თხილით ცხარე მწვანე აჯიკასაც ვამზადებთ. წითელისგან განსხვავებით ის ცოცხალი არომატებით გამოირჩევა და იდეალური სოუსია ბოსტნეულისთვის.
წითელი აჯიკის სარგებელი ორგანიზმისთვის
წითელი აჯიკის ინგრედიენტების კომპლექსი ორგანიზმზე აქტიურ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. მისი მთავარი კომპონენტი, ცხარე წიწაკა, შეიცავს კაპსაიცინს — ალკალოიდს, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ამასთან, ნიორში არსებული ფიტონციდები და ალიცინი ხასიათდება ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებით, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს. უცხო სუნელისა და ქინძის კომბინაცია დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, უზრუნველყოფს კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულაციას და ამარტივებს ცხიმოვანი საკვების გადამუშავების პროცესს.
ხოლო ცივი დამუშავების ტექნოლოგია უზრუნველყოფს პროდუქტში C ვიტამინისა და სხვა თერმოლაბილური მიკროელემენტების სრულად შენარჩუნებას, რის გამოც აჯიკის ზომიერი მოხმარება ეფექტურია ყოველდღიური რაციონის გასამდიდრებლად.
კულინარიული გამოყენება და კომბინაციები
თავისი კონცენტრირებული სიმწვავისა და სტრუქტურის გამო, წითელი აჯიკა კულინარიაში როგორც უშუალო დანამატად, ისე კომპლექსური კერძების ბაზად გამოიყენება. „იორლენდის“ პროდუქტებთან ერთად ის შემდეგ ვარიაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- ხორცის შესაზავებლად: წითელი აჯიკის გამოყენება მარინადში (განსაკუთრებით ღორის ან საქონლის ხორცისთვის) პროდუქტს არბილებს და პიკანტურ გემოს ანიჭებს;
- ცხელი ჩაშუშულების ბაზა: ტრადიციულ ხორციან კერძებში (მაგალითად, ოსტრში ან ჩაშუშულში) მისი დამატება კერძის სიმწვავესა და არომატების ბალანსს არეგულირებს;
- იდეალურია ამოლესილ, განსაკუთრებით ბათუმელა ლობიოსთან. ქმნის საუცხოო კომბინაციას და განსაკუთრებულ არომატებს.
- საწებლების კომპონენტი: ტომატ-პასტასთან, ტყემალთან ან მაწონთან შერევისას ის სოუსს აძლევს სტრუქტურულ სიმწვავეს, ხოლო სითხე, თავის მხრივ, აჯიკის ინტენსივობას ანეიტრალებს;
- უშუალო დანამატი: მცირე დოზით დაამატეთ ცხელ კერძებში ან მიირთვით ქართულ სალასთან ერთად.





























